GE

ბსუ-ს რექტორობის მსურველი 4 კანდიდატის ვინაობა უკვე ცნობილია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოზიციის დასაკავებლად უკვე 4 პრეტენდენტი ემზადება. არჩევნებზე რეგისტრაცია ოფიციალურად 23 თებერვალს დაიწყება, თუმცა ოთხივე კანდიდატმა უკვე ზუსტად იცის რა ცვლილებებია გასატარებელი, რომ უნივერსიტეტის სწავლის დონე საერთაშორისო მაშტაბით უფრო ამაღლდეს. როგორია რექტორობის მსურველების ხედვა უნივერსიტეტის შემდგომ განვითარებაზე ამის გასარკვევად Aris.ge-განათლება ოთხივე მათგანს ესაუბრა.

ჯერჯერობით, ყველაზე ბოლო ვინც პოსტის დაკავების სურვილი გამოთქვა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი მალხაზ ნაკაშიძეა.  როგორც ამბობს, უკვე დეტალურად აქვს გაწერილი უნივერსიტეტის განვითარების პრიორიტეტები მომდევნო 4 წლის განმავლობაში: უნივერსიტეტის განვითარების პრიორიტეტები ჩემი რექტორობის შემთხვევაში იქნება სწავლების ხარისხის ამაღლება, უნივერსიტეტის მატერიალურტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, სასწავლო პროცესის თანამედროვე ელექტრონული მენეჯმენტის სისტემის დანერგვა, უნივერსიტეტის სტუდენტთა და პროფესორთა საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობა, აკადემიური რესურსის გაძლიერება, კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და საერთაშორისო თანამშრომლობის გარღმავება.”

მალხაზ ნაკაშიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1999 წლიდან მოღვაწეობს. 2007-2008 წლებში ის უნივერსიტეტის კანცლერი იყო. 2011 წელს გახდა malxaz nakashidzeასოცირებული პროფესორი. 2012 წელს იყო მიწვეული მკვლევარი ირლანდიაში, დუბლინის უნივერსიტეტში, სამართლისა და მმართველობის სკოლაში. 2014 წელს კონკურსის წესით  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი გახდა.

რექტორობის პრეტენდენტი გამარჯვების შემთხვევაში ძირეული ცვლილებების გატარებას გეგმავს: ფაკულტეტები უნდა იყვნენ რაც შეიძლება დამოუკიდებელნი როგორც საკითხების გადაწყვეტაში, ისე ფინანსურად. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, უნივერსიტეტი არ იყოს მუდმივი ექსპერიმენტების პირობებში. სტუდენტს და პროფესორს უნდა ჰქონდეს ნდობა ადმინისტრაციისადმი და სტაბილურობის განცდა. ასევე მნიშვნელოვანია შესაბამისი სამუშაო პირობების უზრუნველყოფა პროფესორმასწავლებლებისათვის. მათი შრომის ანაზღაურების დიფერენციაცია კვალიფიკაციის მიხედვით და იგი უნდა იზრდებოდეს პროფესორის მიღწევების შესაბამისადსრულად უნდა შეიცვალოს აკადემიურ თანამდებობებზე კონკურის ჩატარების არსებული პრაქტიკა.“

ყოფილი რექტორის ალიოშა ბაკურიძის მოღვაწეობას, როგორც აკადემიური საბჭოს წევრი, ზოგადად დადებითად აფასებს, თუმცა საუბრობს ხარვეზებზეც, რომელთა აღმოფხვრაც დღემდე ვერ მოხერხდა: ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო შეექმნა რეალური კონკურენტუნარიანი გარემო უფრო მეტი კვალიფიციური სპეციალისტების მოსაზიდად. გარდა ამისა, მიღებული იყო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები უნივერსიტეტის სტრუქტურასთან დაკავშირებით. ამ პერიოდში ვერ მოხერხდა უნივერიტეტის საწავლო პროცესის მართვის თანამედროვე, ელექტრონული სისტემის დანერგვა, რაც ქაოტურ სიტუაციას ქმნის უნივერსიტეტში. ხშირად გაუგებარია, ვინ რა საკითხზე არის პასუხისმგებელი, შესაბამისად არ არის გამართული სტუდენტთა მომსახურების სისტემა.“

მალხაზ ნაკაშიძე მიიჩნევს რომ უკვე ცნობილ რექტორობის მსურველ ოთხივე კანდიდატს გარკვეული უპირატესობები გააჩნია. თუმცა პირადი ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით, თვლის რომ აკადემიური საბჭო არჩევანს სწორედ მასზე შეაჩერებს. გამაჩნია უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება, ასევე უნივერსიტეტის მართვის გამოცდილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციაზევარ იურისტი, კარგად ვიცნობ კანონმდებლობას, მაქვს საერთაშორისო პროექტებში მუშაობის გამოცდილება, კავშირები და ვფიქრობ, აკადემიური საბჭო თავის არჩევანს ჩემზე შეაჩერებს.“

საკუთარ შესაძლებლობებსა და  გამარჯვებაში დარწმუნებულია რექტორობის კიდევ ერთი კანდიდატი რამაზ ხალვაში: ჩემს სავარაუდო კონკურენტებზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია, თუმცა ვფიქრობ, უნივერსიტეტის რექტორს სასურველია, ჰქონდეს მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. ჩემი გამოცდილებისა და სამომავლო პრიორიტეტების გათვალისწინებით აკადემიური საბჭოს  წინდახედულობისა და მხარდაჭერის იმედი მაქვს.“

xalvashiრამაზ ხალვაში ბათუმის უნივერსიტეტში 20 წელია მოღვაწეობს. 1999 წლიდან ქართული ლიტერატურის კათედრის დოცენტია. 2003-2006 წლებში უნივერსიტეტის პარალელურად ბათუმის ნ. ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად მუშაობდა. 2007 წელს აირჩიეს ბსუ-ს სრულ პროფესორად. 2006-2010 წლებში აკადემიური საბჭოს წევრი იყო. 2012 წელს ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორ მანანა თანდაშვილთან ერთად უნივერსიტეტში  დიგიტალური ჰუმანიტარიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა დაარსა. სამი მონოგრაფიისა და 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.

რამაზ ხალვაში უნივერსიტეტის რექტორის პოსტზე საკუთარ შესაძლებლობებს უკვე მეორედ გამოცდის. ის რექტორის არჩევნებში 2008 წელსაც მონაწილეობდა და პირველი ტურის გამარჯვებულიც იყო, თუმცა არჩევნების მეორე ტურის შედეგებით ბსუ-ს რექტორად ალიოშა ბაკურიძე აირჩიეს. მისი მთავარი გამოწვევა  უნივერსიტეტში  მართვისა და ადმინისტრირების ჯანსაღი სისტემის დანერგვა,  მენეჯმენტის სრულყოფა და კომპეტენციების დეტალური გამიჯვნა იქნება. სამწუხაროდ, უნივერსიტეტში პერმანენტული ხასიათი მიიღო უმიზნო რეორგანიზაციებმა. ერთერთი ბოლო რეორგანიზაციის დროს სრულიად უსაფუძვლოდ გაუქმდა აგრარული ფაკულტეტი. კონკურსების ჩატარების დროს არც თუ იშვიათად ირღვევა არჩევნების თავისუფლებისა და გამჭვირვალობის პრინციპი. არაჯანსაღ ატმოსფეროს ქმნის უნდობლობა პროფესორმასწავლებელთა მიმართ, მათი მუდმივი თვალთვალი და . . ადმინისტრაციული საქმის წარმოების მახინჯი პრაქტიკა.“

რამაზ ხალვაში მიიჩნევს, რომ 2008 წელს  რექტორის პოსტზე ალიოშა ბაკურიძის დანიშვნა იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ  კანონების დარღვევით განხორციელდა. თუმცა ახალ რექტორს ბევრი დადებითი თვისება აღმოაჩნდა და მისი მუშაობის პერიოდში უნივერსიტეტი სტაბილური განვითარების გზას დაადგა.

 „ლევან ვარშალომიძემ აკადემიური საბჭოს მთელი შემადგენლობა დაგვიბარა და პირდაპირ გვითხრა, რომ ხელისუფლება მხარს უჭერდა ალ. ბაკურიძეს. საბჭოში 12 წევრი ვიყავით და რამდენიმე ჩვენგანმა ამ შეხვედრაზე პროტესტიც გამოთქვა. ამიტომ ხელისუფლება ბოლომდე ვერ მიენდო აკადემიურ საბჭოს და საარჩევნო კომისიას არჩევნების პირველი ტური დანიშნული ბიულეტენებით ჩატაარებინა.“  

უნივერსიტეტში არსებული ხარვეზების წარმოქმნას  რამაზ ხალვაში უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის პოლიტიკურ წნეხში მოქცევას უკავშირებს. ქართული ლიტერატურის პროგრამული მიმართულების ხელმძღვანელი ადმინისტრაციის მხრიდან არასათანადო რესურსის გამოყენებასა და პრიორიტეტების არასწორედ განსაზღვრაზე მიუთითებს:

არ მოქმედებს არც ერთი უფასო სადოქტორო პროგრამა, რითაც უნივერსიტეტი დოქტორანტებს ეუბნება, რომ ისინი არ სჭირდება მას. დარღვეულია განათლებისა და კვლევის ერთიანობა. უნივერსიტეტი არასათანადოდ იყენებს შემოერთებული კვლევითი ინსტიტუტების რესურსებს. ნიკო ბერძენიშვილის სახელობის კვლევითი ინსტიტუტის უმდიდრესი ბიბლიოთეკისთვის ადგილი ვერ გამოიძებნა და 20 ათასი წიგნი სხვენში, ტომრებში ინახება, მაშინ როცა უნივერსიტეტი მწვავედ განიცდის წიგნადი ფონდის პრობლემას.“

რექტორობის პრეტენდენტს უკვე ნათლად აქვს ჩამოყალიბებული თუ რა სახის ტექნოლოგიურ და მეთოდოლოგიურ ნოვაციებს დაამკვიდრებს, რომლებიც თვისებრივად ახალ შედეგებამდე მიიყვანს უნივერსიტეტს:  „უმოკლეს დროში უნდა შეიქმნას უნივერსიტეტის ელექტრონული პლატფორმა, რომელსაც აქტიურად იყენებენ ევროპის უნივერსიტეტები. აღნიშნულ პლატფორმაზე განთავსდება პრეზენტაციები და სასწავლო მასალა, გაიხსნება ფორუმი, აიტვირთება ელექტრონული ლექციები, ამოქმედდება  „24-საათიანი სასწავლო სივრცედა ხორცი შეესხმება სასწავლო მასალის ელექტრონული ვიზუალიზაციის დიდაქტიკურ სცენარს. ელექტრონული პლატფორმა სტუდენტებს საშუალებას მისცემს, ნებისმიერ დროსმოინახულონსასწავლო  აუდიტორიამიიღონ მათთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია, ფინანსური საკითხებით დაწყებული, სწავლის დაგეგმვითა და საკუთარი შედეგების კონტროლით დამთავრებული.“

ამ ეტაპზე რექტორის მოვალეობის შემსრულებელი და არჩევნებზე რექტორობის პრეტენდენტი ირაკლი ბარამიძეც უნივერსიტეტის მთავარ პრიორიტეტად სწავლის დონის ამაღლებით  საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას მიიჩნევს: „რექტორად არჩევის შემთხვევაში ჩვენი მთავარი მიზანი იქნება ისეთი სტანდარტების დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს არა მარტო ქართულ, არამედ ევროპის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით სივრცეში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფრო მეტად ინტეგრაციას, შავი ზღვის აუზის მნიშვნელოვან ცენტრად ქცევას. პრიორიტეტად გვესახება სწავლების დონის ამაღლება, ხარისხის გაუმჯობესება, საერთაშორისო კავშირ-ურთიერთობების გამყარება, პროფესორ-მასწავლებელთა და წარჩინებულ სტუდენტთა მეტად ჩართვა გაცვლით პროგრამებსა და პროექტებში.“

ბარამიძე 2010 წლიდან დღემდე რექტორის მოადგილე იყო სასწავლო დარგში. თვლის, რომ უნივერსიტეტში ერთ-ერთ მაღალ ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება სამომავლოდ სწორი მართვის ჩამოყალიბებაში დაეხმარება. ალიოშა ბაკურიძის მოღვაწეობას რექტორის თანამდებობაზე კი ძალიან პოზიტიურს უწოდებს. მოსვლისთანავე მან დაიწყო საუნივერსიტეტო ცხოვრების მოდერნიზაცია, რამაც უნივერსიტეტში სწავლა  უფრო პრესტიჟული გახადა; მნიშვნელოვნად გაიზარდა სტუდენტთა რაოდენობა; უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და წარდგენილმა ყველა საგანმანათლებლო პროგრამამ მოიპოვა აკრედიტაცია; დღეს ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ ერთი სემესტრითა თუ ერთი წლით ისწავლონ თურქეთში, გერმანიაში, ნორვეგიაში, აზერბაიჯანში.“

 ირაკლი ბარამიძეც კონკურენტებთან შედარებით, საკუთარ უპირატესობაში დარწმუნებულია და აკადემიური საბჭოს მხარდაჭერის იმედი აქვს: არ ვაფასებ გადაჭარბებულად საკუთარ შესაძლებლობებს, თუმცა ვფიქრობ, რომ სხვა (უკვე ცნობილ თუ შესაძლო) კანდიდატებთან შედარებით არანაკლები შანსი მაქვს მოვიპოვო აკადემიური საბჭოს მხარდაჭერა. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის გამოცდილება, რაც ბოლო თითქმის 5 წლის მანძილზე სასწავლო დარგში რექტორის მოადგილედ მუშაობის დროს დამიგროვდა.“

irakli baramidze 2ირაკლი ბარამიძე პროფესიით ისტორიკოსი, უნივერსიტეტში 2000 წლიდან მუშაობს. 2005-2007 წლებში  სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე იყო.  2010 წლიდან კი  სასწავლო დარგში რექტორის მოადგილეა.  გამოქვეყნებული აქვს 2 წიგნი და 30-ზე მეტი სამეცნიერო სტატია.

 „უნივერსიტეტის რექტორად ჩემი არჩევის შემთხვევაში, პრიორიტეტი იქნება უნივერსიტეტში სტაბილური, აკადემიური და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა; აკადემიური რესურსების განვითარება; სწავლების ხარისხის გაუმჯობესება; სამეცნიერო კვლევების განვითარებისთვის ხელის შეწყობა; სწავლების ინტერნაციონალიზაციის პროცესის გაღრმავება; ინფრასტრუქტურის განვითარება; ადამიანური და მატერიალური რესურსების ეფექტურად გამოყენება; უნივერსიტეტსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობების გაღრმავება“ – აცხადებს  aris.ge.განათლებასთან  საუბარში რექტორობის ერთადერთი ქალი კანდიდატი.

მარინა გიორგაძე მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტში უნდა დასრულდეს ერთპიროვნული მმართველობა და ფაკულტეტებს განვითარებისთვის მეტი თავისუფლება მიეცეთ. ახალი რექტორის უმთავრეს სტრატეგიულ ამოცანად კი ირაკლი ბარამიძის მსგავსად ყველაზე წარმატებულ უნივერსიტეტთა რიგებში მოხვედრას მიიჩნევს:  არ მიმაჩნია სწორად ერთპიროვნულად გადაწყვეტილებების მიღება; ყველა ცვლილება, რომელსაც გავატარებ შეთანხმებული იქნება უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოსთან, ადმინისტრაციასთან, ფაკულტეტებთან, სხვა სტრუქტურებთან; ვფიქრობ, აუცილებელია უნივერსიტეტის შიდა მოწყობის რეორგანიზება, ადამიანური და მატერიალური რესურსების მენეჯმენტის გაუმჯობესების მიზნით. ასევე აუცილებელია ფაკულტეტებს მიეცეს რეალური დამოუკიდებლობა, რაც მათ განვითარების მეტ პერსპექტივას მისცემს.“

marina giorgadzeმარინა გიორგაძე უნივერსიტეტში 1990 წლიდან მუშაობს. უნივერსიტეტში, შეიძლება ითქვას, მისი დაბადების დღიდან ვმუშაობ, 1990 წლიდან, თავდაპირველად მომიწვიეს კლასიკური ფილოლოგიის სასწავლო კურსების მასწავლებლად: 2004 წლიდან ფაკულტეტის დეკანი ვარ (ფაკულტეტის სახელწოდება ხშირად იცვლებოდა), ორჯერ, 2006 და 2013 წლებში დეკანის არჩევნებში კოლეგებისა და სტუდენტების მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და გამარჯვება მოვიპოვე, საკმაოდ რთული კონკურენციის პირობებში.“

გამარჯვების შემთხვევაში მარინა გიორგაძე პირველი ქალი რექტორი იქნება ბსუ-ს ისტორიაში. ჰუმანიტარულ მეცნიერებათ ფაკულტეტის დეკანი ყოფილი რექტორის მოღვაწეობას დადებითად აფასებს, მგარამ ასევე მიიჩნევს, რომ ალიოშა ბაკურიძის მიერ განხორციელებული რიგი პროექტები მისთვის მიუღებელი იყო. რექტორობის ერთადერთი ქალი პრეტენდენტი კონკურენტების მიმართ კეთიგანწყობილია და საკუთარ შანსებს მათთან თანაფარდობაში მოიაზრებს: მინდა აღვნიშნო, რომ უაღრესად კეთილგანწყობილი ვარ მათ მიმართ, ისინი ჩემი უმცროსი კოლეგები არიან. მე კარგად ვიცნობ დასახელებულ კანდიდატებს, მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს და, ვფიქრობ, რომ ჩემი შანსები რეალურია.“

მიუხედავად ამისა, მაინც თვლის, რომ რექტორობის მსურველი ერთერთი კანდიდატის მალხაზ ნაკაშიძის აკადემიური საბჭოს წევრის სტატუსი დანარჩენებს მაინც კონკურენციის არათანაბარ  პირობებში აყენებს და ეს გარკვეულ უხერხულობას ქმნის. ფორმალურად ამით  კანონი არ ირღვევა, ბატონი მალხაზი იურისტია და ამას არ დაუშვებდა. თუმცა, სამართლიანად არ მიმაჩნია. თუ აკადემიური საბჭოს წევრი იყრის კენჭს, მან უნდა შეიჩეროს საბჭოს წევრობა.“

ირაკლი ბარამიძე კონკურენციის არათანაბარი პირობების შესახებ, მარინა გიორგაძის პოზიციას იზიარებს, თუმცა თვლის, რომ აკადემიური საბჭოს წევრის გარანტირებული ერთი ხმა რექტორის არჩევაში გადამწყვეტ როლს არ ითამაშებს.  ბუნებრივია, ეს ერთგვარად არათანაბარ პირობებში აყენებს სხვა კანდიდატებს, რადგან ასეთ შემთხვევაში მას აქვს გარანტირებული ერთი ხმა, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ხმა არ იქნება გადამწყვეტი.“ რამაზ ხალვაშიც ირაკლი ბარამიძის პოზიციას ეთანხმება.

 თავად მალხაზ ნაკაშიძე, როგორც იურისტი, განმარტავს, რომ არც მოქმედი კანონმდებლობით და არც უნივერსიტეტის წესდებით კანონი არ ირღვევა და უკვე არსებულ მსგავს პრაქტიკაზე მიუთითებს. მოქმედი კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრს არ ეკრძალება მონაწილეობა მიიღოს რექტორის არჩევნებში როგორც კანდიდატმა და მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა, რაც არის ფარული. ასეთი პრაქტიკაც არსებობს წარსულში ბათუმის უნივერსიტეტში, როდესაც აკადემიური საბჭოს წევრი როგორც კანდიდატი მონაწილეობდა რექტორის არჩევნებში.“

მიუხედავად მწარე პირადი გამოცდილებისა რამაზ ხალვაში დარწმუნებულია, რომ ახალი ხელისუფლება დემოკრატიული პრინციპების დაცვით უნივერსიტეტის საქმიანობაში ჩარევისგან ამჯერად თავს შეიკავებს: „დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ხელისუფლება რექტორის არჩევნებში არ ჩაერევა.“

მალხაზ ნაკაშიძეც ფიქრობს, რომ წელს იმავე დარღვევებით არ მოუწევს აკადემიურ საბჭოს გადაწყვეტილების მიღება. მას კვალიფიციური ადამიანებით დაკომპლექტებული აკადემიური საბჭოს წევრების დამოუკიდებელი და ობიექტური გადაწყვეტილების მიღების იმედი აქვს.

ჩვენი უნივერსიტეტი, მოგეხსენებათ, სახელმწიფო უნივერსიტეტია. ვინც არ უნდა გახდეს უნივერსიტეტის რექტორი, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს საქმიანი და დაბალანსებული  ურთიერთობა ადგილობრივ თუ ცენტრალურ მთავრობასთან. მაგრამ ეს არ ნიშნავს უნივერსიტეტის ავტონომიურობის იდეის შეზღუდვას, რაც დაცულია კანონით უმაღლესი განათლების შესახებ“ – აცხადებს მარინა გიორგაძე.

არჩევნებში ხელისუფლებისგან ყოველგვარ ჩარევას გამორიცხავს რექტორის მოვალეობის ეხლანდელი შემსრულებელი ირაკლი ბარამიძეც

ბათუმის  უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებზე რეგისტრაცია 23 თებერვალს დაიწყება. ამ ეტაპზე რექტორის პოსტის დასაკავებლოდ 4 სავარაუდო კანდიდატია ცნობილი. მათგან ერთერთს 8 წევრისგან შემდგარი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო 16 მარტს აირჩევს. მალხაზ ნაკაშიძე,  მარინა აროშიძე, გურამ ჩაგანავა, ვაჟა ვერულიძე, რუსუდან ხუხუნაიშვილი, გული შერვაშიძე, თეიმურაზ ქიქავა და ანზორ დევაძე – ასეთია წევრთა შემადგენლობა.

როგორც ცნობილია, უნივერსიტეტის რექტორის პოსტი ვაკანტურად 22 იანვარს გამოცხადდა. ალიოშა ბაკურიძემ თანამდებობა უფლებამოსილების დასრულებიდან  წელიწადნახევრით ადრე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით დატოვა.

მაია შავაძე – ბათუმი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური