ბსუ-სა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დოკუმენტი მხარეებს შორის შემოქმედებითი მუშაობისა და აკადემიური განათლებისათვის აუცილებელი მატერიალურ – ტექნიკური რესურსების ეფექტურად გამოყენებას, სტუდენტთა პროფესიული პრაქტიკისათვის ხელშეწყობას, ცალკეული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებაში თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების შემუშავება – განხორციელებას ითვალისწინებს.