GE

BTU-ს ორგანიზებით მასშტაბური Tech დასაქმების ფორუმი – Pitch Yourself! გაიმართება

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 16 მარტს 19:00 საათზე მასშტაბურ Tech დასაქმების ფორუმს – Pitch Yourself!-ს უმასპინძლებს. პროექტის ფარგლებში IT სპეციალისტებს საკუთარი ალგორითმის წარდგენა ადგილობრივ და საერთაშორისო მაღალტექნოლოგიურ კომპანიებთან შეეძლებათ.

დამსაქმებლებთან სტანდარტული გასაუბრების მაგივრად, კონკურსი ინდივიდუალურ მონაწილეებს აძლევს საშუალებას, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს საკუთარი ტექ უნარ-ჩვევები წარუდგინოს და დასაქმდეს შემოთავაზებულ პოზიციაზე. კონკურსის ფარგლებში, აპლიკანტები ირჩევენ პროექტს/პროექტებს, რომელზეც აქამდე უმუშავიათ და დამსაქმებლებს წარუდგენენ საკუთარ ტექნოლოგიურ უნარ-ჩვევებს Web/Mobile/Desktop აპლიკაციის ან ალგორითმის/კოდის სახით. კომპანიები კი წარმატებულ კანდიდატებს დასაქმების სხვადასხვა პერსპექტივას შესთავაზებენ.

აპლიკანტთა გადარჩევის შედეგად 15 საუკეთესო კანდიდატი წარსდგება Tech დამსაქმებლების წინაშე.

პროექტზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა – 9 მარტი.
დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ბმულს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm