GE
BTU-ს სამაგისტრო პროგრამა, რომელიც კურსდამთავრებულებს კარიერულ წინსვლაში ეხმარება – რას სთავაზობს BTU მაგისტრანტებს

წარმატებული დასაქმება ყველა სტუდენტის მიზანია და მათი მთავარი მოთხოვნა ნებისმიერი სასწავლო პროგრამის მიმართ სწორედ ისეთი განათლებაა, რომელიც დასაქმებაში ან საკუთარი საქმის დაწყებასა და წარმატებით მართვაში დაეხმარება. BTU-ს სამაგისტრო პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც კურსდამთავრებულის მენეჯერის კვალიფიკიაციას ანიჭებს, სრულიად უნიკალურია, რადგან ახდენს ორი სფეროს – ბიზნესისა და ტექნოლოგიების სინთეზს.

პროგრამის მიზანია:

  • მოგამზადოთ ბიზნესის ადმინისტრირებაში სიღრმისეული ცოდნის მქონე პროფესიონალად;
  • მოგცეთ კომპეტენცია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ბიზნესის ეფექტურად და ეფექტიანად მართვისათვის;
  • შეგძინოთ უნარები, მაღალტექნოლოგიური მიღწევების გათვალისწინებით, შეძლოთ ინოვაციური ბიზნეს პროექტების ინიცირება და მართვა, საწარმოო პროცესების დაგეგმვა, შეფასება და კონტროლი.

გაცვლითი პროგრამები

სწავლის პარალელურად და უნივერსიტეტის სტრატეგიის შესაბამისად, მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების შესაძლებლობა აქვთ ცოდნა და უნარები საერთაშორისო გამოცდილებით აიმაღლონ. ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობისა და ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებების ფარგლებში მაგისტრანტებს არაერთი შესაძლებლობა აქვთ სრულად ან/და ნაწილობრივ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების ფარგლებში 1 ან 2 სემესტრი გაატარონ პარტნიორ წამყვან ევროპულ უნივერსიტეტებში.

სერტიფიცირება

BTU-ში სტუდენტებს ეძლევათშესაძლებლობა, სხვადასხვა საგნები ისწავლონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და დამატებით ჩააბარონ გამოცდა, რომელიც აღნიშნულ სფეროში, მსოფლიოში აღიარებულ სერტიფიკატს მოაპოვებინებს მათ.

სტუდენტებს აღნიშნული შესაძლებლობა ეძლევათ სამაგისტო საფეხურის ბიზნესის ადმინისტრირება დათანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით შეთავაზებული კურსების ფარგლებში:

  • CIMA სტანდარტი ფინანსების სტრატეგიულ მართვასა და მენეჯერულ აღრიცხვაში
  • HRCI სტანდარტი ადამიანური რესურსების მართვაში
  • SAP სტანდარტი ERP სისტემების მართვაში
  • Agile
  • Scrum
  • Lean საერთაშორისოსერტიფიცირების სტანდარტები მენეჯმენტში და პროექტების მართვაში
  • HP Life სტანდარტი მეწარმეობაში
  • ACCA სტანდარტი ფინანსებში
  • ABPM სტანდარტიოპერაციების მართვაში
  •  IELTS სტანდარტი ინგლისურ ენაში

„დაასაქმე სმარტსტუდენტი“

„სმარტსტუდენტი “- ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროექტია, რომელიც სტუდენტებს დასაქმების უნიკალურ საშუალებას სთავაზობს. პროექტის ფარგლებში, მსოფლიოს წამყვანი ბრენდები ტექნოლოგიების და ბიზნესის მიმართულებით ავსებენ გუნდს ახალი, სხარტი და ინოვაციური იდეების მქონე BTU-ს სტუდენტებით. ორგანიზაციები სმარტსტუდენტებს კომპანიაში მიმდინარე პროცესების ციფრულ ტრანსფორმაციაში ჩართავენ.

კავშირი ინდუსტრიასთან

უნივერსიტეტის დაფუძნებიდანვე თანამშრომლობს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ
მოღვაწე 100-ზე მეტ ორგანიზაციასთან. საქართველოში არსებულ დიპლომატიურ კორპუსთან მჭირდო კავშირი შესაძლებლობას იძლევა, სტუდენტები ჩაერთონ მეტ გაცვლით პროგრამასა და საერთაშორისო პროექტებში, მოხდეს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაცია. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, სასწავლოკვლევითი მიზნებისთვის უნივერსიტეტში მოქმედებს მაღალტექნოლოგიური ციფრული ლაბორატორიები, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს უახლესი მიღწევები პროგრამული უზრუნველყოფისა და კომპიუტერული სისტემების მიმართულებით.

ლექტორები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი დაკომპლექტებულია მსოფლიოს წამყვანი, მაღალრეიტინგული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებით, საქართველოში არსებული უმსხვილესი ორგანიზაციების ტოპ მენეჯმენტით, რაც შესაძლებლობას იძლევა, სტუდენტებმა მეტი ცოდნა და გამოცდილება მიიღონ. უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი შედგება განათლების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგან, რომელთაც უწყვეტი კომუნიკაცია აქვთ აბიტურიენტებსა და სტუდენტებთან.

უწყვეტი განათლება

BTU-ს გადაწყვეტილებით, უწყვეტი განათლების პრინციპის შესაბამისად, ყველა კურსდამთავრებული, მთელი სიცოცხლის განმავლობაში, საჩუქრად 100%-იანი დაფინანსებით გაივლის სასერტიფიკატო კურსს იმ საგანში, რომელიც ისწავლება უნივერსიტეტში – ნებისმიერი პროგრამის ფარგლებში.

ჩაბარება

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის საშუალებით. იმისათვის, რომ მაგისტრანტობის მსურველმა ჩააბაროს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში წარმატებით უნდა გაიაროს სამი საგამოცდო ეტაპი:

1. საერთო სამაგისტო გამოცდა;
2. ჩააბაროს საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში ან წარმოადგინოს B1 დონის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი;
3. გასაუბრება სპეციალობაში.

დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე.

პროგრამით დაინტერესებულ კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში