GE

BTUAI დარგის პროფესიონალებისა და სტუდენტებისთვის, ცოდნის მიღების ახალი სტანდარტი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სტუდენტებისა და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის, ცოდნის მიღების ახალ სტანდარტს ქმნის. BTUAI განათლების ახალი პლატფორმაა, რომლის ქართულენოვანი მოდელი ზრდის სტუდენტებისა თუ სპეციალისტების ხელმისაწვდომობას მაღალი ხარისხის განათლებაზე, ხელს უწყობს პრაქტიკული უნარების განვითარებას და აუმჯობესებს სხვადასხვა სფეროში მიღებულ ცოდნას.

სტუდენტებს, ახალი მოდელი სხვადასხვა სფეროში, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენების მრავალფეროვან შესაძლებლობებს ასწავლის, ხოლო ინდუსტრიების პროფესიონალებს პროცესების ახლებურად და ეფექტურად მართვაში ეხმარება. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ შექმნილი BTUAI, ახლა უკვე ქართულ ენაზე აგენერირებს როგორც სასწავლო და სატრენინგო მასალას, ისე უახლეს, საერთაშორისო ბიზნესქეისებს, რომელიც სფეროს სხვადასხვა წარმომადგენელს, დამწყებს თუ დარგის სპეციალისტს ახალ ცოდნას მისცემს და ხელოვნური ინტელექტის პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას გაუმარტივებს. ტექნოლოგიების განვითარება, ინდუსტირების ციფრული ტრანსფორმაცია და მომავლის უნარების განვითარების საჭიროებამ წარმოშვა ისეთი გადაწყვეტილების შექმნის იდეა, რომელიც სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებს – მარკეტინგის, მენეჯმენტის, ადამიანური რესურსების, ოპერაციების, ლოჯისტიკის და სხვა სფეროს პროფესიონალებს კონკურენტულ უპირატესობას შესძენს, ამავედროულად, ასწავლის სტუდენტს, როგორ გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტი, იმ სფეროში, სადაც იღებს განათლებას.

BTUAI-ს ახალი გადაწყვეტილება, ხელმისაწვდომი და ღიაა ნებისმიერი მომხმარებლისთვის, არის სეგმენტების შესაბამისად და სფეროს საჭიროებებიდან გამომდინარე შემუშავებული საგანმანათლებლო მასალების და უახლესი ბიზნესქეისების ერთობლიობა, რომელიც ყველა ინდუსტრიისთვის, AI ტექნოლოგიების ინტეგრაციის შესახებ ცოდნასა და შესაძლებლობებს აჩენს.

BTU AI-ს ფარგლებში შექმნილი BTUAI Review კი ინოვაციური, ახალი ბიზნესქეისების კატალოგია. ის იქმნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცემებსა და მაღალი სანდოობის მქონე წყაროებზე დაყრდნობით, ადგილობრივი ექსპერტებისა და კურატორების მონაწილეობით და ერთიანდება პლატფორმაზე, სადაც მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც საგანმანათლებლო მასალა, სატრენინგო რესურსი, კომპანიებისა და თანამშრომლების მომზადება/გადამზადების ინსტრუმენტი.

BTUAI-ს გამოყენებით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა შექმნა ინდივიდუალური და დარგობრივი საგანმანათლებლო რესურსები, ქეისები, სფეროს შესაბამისი ჯგუფური ტრენინგის მოდულები, რომელიც გამოიყენება არა მხოლოდ სწავლების, არამედ, ვორკშოპების და ტრენინგების ჩატარების დროს. ხელოვნური ინტელექტისა და სხვადასხვა სფეროს AI კურატორების, ექსპერტების ჩართულობით შექმნილი უნიკალური რესურსები და ქეისები OpenAI-ს შესაბამის პლატფორმაზე ზიარდება.

გაეცანით BTU AI-ს.

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური