GE

ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის სტიპენდიებს გამოყოფს

ფოტო –
8204

ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოყოფს 4 სტიპენდიას ჩეხურ და 3 სტიპენდიას ინგლისურენოვან პროგრამებზე სასწავლებლად და აცხადებს ყოველწლიურ კონკურს 2015-2016 სასწავლო წლისთვის.

ჩეხურენოვანი საბაკალავრო (სწავლის ხანგრძლივობა 3-4 წელი) , სამაგისტრო (სწავლის ხანგრძლივობა 4-6 წელი) და სადოქტორო პროგრამისთვის (სწავლის ხანგრძლივობა 3-4 წელი) გამოყოფილია სტიპენდია შემდეგ სპეციალობებზე: მედიცინა, ტექნიკური დარგები, ინჟინერია, ეკონომიკა. (შერჩეული კანდიდატები ერთწლიან მოსამზადებელი კურსს გაივლიან ჩეხურ ენაში).

ინგლისურენოვან სამაგისტრო (სწავლის ხანგრძლივობა 1-3 წელი) და სადოქტორო პროგრამებზე სტიპენდიები (სწავლის ხანგრძლივობა 3-4 წელი) გამოყოფილია ინფორმატიკის, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის სპეციალობებზე.

ეკონომიკა (ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამები):
ეკონომიკა და მენეჯმენტი
ფინანსები და ბუღალტრული აღრიცხვა
განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2014 წლის 30 სექტემბერი.

ეკონომიკა ( ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამები):
ეკონომიკა და მენეჯმენტი
ეკონომიკური პოლიტიკა და ადმინისტრირება

სოფლის მეურნეობა (ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამები):
ბუნებრივი რესურსები და გარემოს დაცვა
სატყეო საქმის ინჟინერინგი
ტროპიკული სოფლის მეურნეობა

სოფლის მეურნეობა (ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამები):
ვეტერინარული ჰიგიენა და ეკოლოგია

ინფორმატიკა (ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამები):
სისტემური ინჟინერინგი და ინფორმატიკა
გამოყენებითი ინფორმატიკა

ინფორმატიკა (ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამები):
კომპიუტერული მეცნიერებები
საინჟინრო ინფორმატიკა

გარემოს დაცვა (ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამები):
ეკოლოგია და გარემოს დაცვა

ენერგეტიკა (ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამები):
მანქანათმშენებლობა

ენერგეტიკა (ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამები):
მანქანათმშენებლობა
მანქანები და დანადგარები

საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სტიპენდიის ოდენობა ყოველთვიურად – 14,000 ჩეხური კრონი (504.17 ევრო – 2014 წლის 2 სექტემბრისთვის არსებული შესაბამისი სავალუტო კურსის მიხედვით);
სადოქტორო პროგრამებზე სტიპენდიის ოდენობა ყოველთვიურად – 15,000 ჩეხური კრონი (540.18 ევრო – 2014 წლის 2 სექტემბრისთვის არსებული შესაბამისი სავალუტო კურსის მიხედვით).

განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2014 წლის 30 სექტემბერი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური