ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია ქეთი დოლიძე

რა უნდა წავიკითხოთ და რატომ, რომელი წიგნით დავიწყოთ და რა აყვარებს ადამიანს კითხვის პროცესს. მოზარდების, ახალგაზრდებისა და უბრალოდ ჩვენი მკითხველისთვის წიგნისადმი ინტერესის გასაღვივებლად შექმნილი რუბრიკის „ჩემი წიგნი“ სტუმარია რეჟისორი ქეთი დოლიძე:
– რომელი იყო პირველი წიგნი, რომელიც წაიკითხეთ და რა შთაბეჭდილება მოახდინა მან თქვენზე?
– ბავშვობაში, სანამ კითხვას ვისწავლიდი, ძალიან ბევრს მიკითხავდნენ ზღაპრებს და არა მარტო ზღაპრებს. შემდეგ აკაკი წერეთელი, ილია, ეს იყო პირველი რაც მომცეს და მივყევი და მივყევი. მე-8 კლასში მსოფლიო ლიტერატურა უკვე გადაკითხული მქონდა. სკოლის დამთავრებამდე კი ჩემს, ძალიან დიდ ბიბლიოთეკაში არ მოიძებნებოდა წიგნი, წაკითხული რომ არ მქონოდა. ჩემი სამაგიდო წიგნი და სულ რომ ვკითხულობ დღემდე არის ვაჟა ფშაველა და თომას მანის „დოქტორ ფაუსტუსი“. ასევე, წიგნი, რომელიც სულ მიდევს და გადავშლი ხოლმე არის „ოთხივე სახარება“ და „ბიბლია“ – ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი წიგნი. მე სულ ვკითხულობ, ახლაც, ლალი მოროშკინას „გისოსებს მიღმა გაზაფხულიას“, ვკითხულობ, მისტიურია და ძალიან საინტერესო. მას, როგორც ტელევიზიაში გასაკეთებელ, გადასაღებ მასალას ისე აღვიქვამ.
მაშ ასე, Aris.ge-განათლება გთავაზობთ ქეთი დოლიძის საყვარელი მწერლების სიას, რომელთა შემოქმედების წაკითხვასაც ის გვირჩევს:
- ვაჟა-ფშაველას ყველა ნაწარმოები
- აკაკი წერეთელი
- ილია ჭავჭავაძე
- თომას მანი
- ბიბლია და სახარება განმარტებებით
- ხელოვნების ისტორია
- ჩეხოვის მოთხრობები
- ალექსანდრე პუშკინის „ევგენი ონეგინი“ და წერილები
- ჭაბუა ამირეჯიბი „დათა თუთაშხია“
- ოთარ ჭილაძე
ქეთი არის© გიგოლაშვილი