რატომ არის აუცილებელი, რომ აბიტურიენტმა შეინახოს ან ამობეჭდოს რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი
2025 წლის ერთინი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია გრძელდება.
აბიტურიენტები სვამენ კითხვას – უნდა ამობეჭდოს თუ არა და რა მიზნით რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც სისტემა მათ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ სთავაზობს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კი განმარტავს, რომ “რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტმა უნდა ამობეჭდოს ან შეინახოს (pdf ფორმატში) რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი”.
რაც შეეხება კითხვას, რა მიზნით დასჭირდება აღნიშნული დოკუმენტი აბიტურიენტს, 2025 წლის აბიტურიენტის ცნობარში NAEC-ი წერს:
“რეგისტრაციის დამადასტურებელი საბოლოო დოკუმენტის შენახვა/ამობეჭდვა აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ გაასაჩივროთ რომელიმე სარეგისტრაციო პროცედურა. ამ დოკუმენტის წარდგენის გარეშე რეგისტრაციასთან ან სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილებასთან დაკავშირებულ საჩივარს ცენტრი არ განიხილავს. არ გაანდოთ სხვას პაროლი (ხუთნიშნა კოდი). მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი სარეგისტრაციო განაცხადში მითითებული მონაცემების სისწორესა და მასში შემდგომ შეტანილ ცვლილებებზე”.
ასევე იხილეთ:
-
„უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან“
by ARIS.GE-განათლება
-
სასწავლო გრანტების დღეს არსებული მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური ოდენობები შენარჩუნდება 2027-2028 სასწავლო წლის ჩათვლით
by ARIS.GE-განათლება
-
„ვერ მოესწრება“ – დიდი ალბათობით, 2026 წლის აბიტურიენტებს უმაღლესი განათლების რეფორმით დაგეგმილი ჩარიცხვის ახალი წესი არ შეეხებათ
by ARIS.GE-განათლება