რა ახალი ფუნქციების განხორციელების უფლება მიენიჭა სკოლაში საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომელს – ცვლილება
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შევიდა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპურ დებულებაში, რომლის თანახმადაც საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ახალი ფუნქციების შესრულება შეუძლია.
კერძოდ, რესურსცენტრის თანამშრომელი რიგ შემთხვევაში საჯარო სკოლაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი იქნება.
რაც შეეხება პროცედურს, ალექსანდრე წულაძის ბრძანების თანახმად, რესურსცენტრის უფროსი რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში, დირექტორის შუამდგომლობის საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით განსაზღვრავს რესურსცენტრის თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციების განხორციელებას, რესურსცენტრს დაქვემდებარებული იმ საჯარო სკოლისათვის, რომელსაც არ ჰყავს დანიშნული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.
“ოფიცრის სამუშაო აღწერილობა და ანგარიშვალდებულების საკითხი განისაზღვრება შესაბამისი სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით”, – აღნიშნულია ალექსანდრე წულაძის 12 მარტის ბრძანებაში.
ასევე იხილეთ:
-
რა ელის სტუდენტს, რომელმაც ერთწლიანი მაგისტრატურა დაასრულა და რამდენიმე წელში დოქტორანტურაზე სწავლა სურს? – სამინისტროს გეგმა
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტრო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას 100 ათასი ლარით დაეხმარება – მთავრობის განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე