“ევროპის უნივერსიტეტში” მთელი ქვეყნის მასშტაბით უფროსკლასელებისთვის გამართული ესეების კონკურსის დაჯილდოება გაიმართა

“ევროპის უნივერსიტეტში“ ესეების კონკურსის “განათლებისა და წიგნიერების როლი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავლის ჩამოყალიბების პროცესში“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
შემაჯამებელი ღონისძიება “ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა ნინო ტალიაშვილმა გახსნა და ყველა მონაწილეს საინტერესო ნაშრომისთვის მადლობა გადაუხადა. კონკურსანტებს სიტყვით ასევე ვიცე-რექტორმა ნიკოლოზ ფარჯანაძემ და სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ეკა კაველიძემ მიმართეს.
კონკურსში მონაწილეობა ქვეყნის მასშტაბით 200-მდე უფროსკლასელმა მიიღო, რომლებმაც 23 თებერვალს თბილისსა და ქუთაისში შეასრულეს ესე თემაზე “ჩვენი გზა ევროპაშია, ხსნა კი განათლებასა და წიგნიერებაში” – ნიკო ნიკოლაძე.
გამარჯვებულის გამოსავლენად უმაღლესი შეფასების მქონე 11 მონაწილესთან სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ გასაუბრება ჩაატარა. განსაკუთრებული კონკურენციის შედეგად ჟიურიმ ოთხი გამარჯვებული გამოავლინა:
I ადგილი – ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფლის №1 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე, თეკლა მახათაძე II ადგილი – კასპის №1 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე, ნიკოლოზ პავლიაშვილი III ადგილი – თბილისის დიმიტრი უზნაძის სახელობის №22 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე, თეკლა ბლუაშვილი IV ადგილი – თბილისის №65 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე, მარიამ ამინაშვილი
თეკლა მახათაძეს Apple MacBook-თან ერთად „ევროპის უნივერსიტეტის“ 50%-იანი სასწავლო გრანტი გადაეცა, რომლის გამოყენებასაც სასურველი პროგრამის პირველ პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში შეძლებს.
ნიკოლოზ პავლიაშვილმა iPad, თეკლა ბლუაშვილმა და მარიამ ამინაშვილმა კი საგანმანათლებლო პროცესში მეტი მხარდაჭერისთვის საჩუქრად „Amazon Kindle“ მიიღეს.
ყველა მოსწავლეს კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.
“ევროპის უნივერსიტეტი“ კიდევ ერთხელ ულოცავს მონაწილეებს მიღწეულ შედეგს და მომავალში წარმატებებს უსურვებს.
-
„ევროპის უნივერსიტეტი“ სტუდენტურ კონფერენციას – „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში: განვითარების პერსპექტივები და გამოწვევები“ უმასპინძლებს by ევროპის უნივერსიტეტი
-
14 – 15 მარტს “ევროპის უნივერსიტეტში” III საერთაშორისო სამეცნიერო სესია გაიმართება by ევროპის უნივერსიტეტი
-
“ევროპის უნივერსიტეტის” ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა და პოპჯგუფმა დუშეთში შშმ პირთა პანსიონატში კონცერტი გამართეს by ევროპის უნივერსიტეტი