აწსუ-ში სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა რესპუბლიკური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „მომავლის მეცნიერები“ ჩატარდება
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა რესპუბლიკური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „მომავლის მეცნიერები“ ჩატარდება.
ორგანიზატორები არიან უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტი და “იმერეთის აგროეკოლოგიური ასოციაცია”. კონფერენცია 23 მაისს ჩატრდება. რეგისტრაცია, საკონფერენციო განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია 15 აპრილამდე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: agrarian@atsu.edu.ge.
სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა რესპუბლიკური სამეცნიერო – პრაქტიკული კონფერენცია “მომავლის მეცნიერები” ეძღვნება აგრარული ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების მეცნიერ-ხელმძღვანელის, პროფესორ როზა ლორთქიფანიძის 70 წლის იუბილეს.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ საინფორამაციო წერილი და განაცხადის ფორმა.
-
როგორ აღინიშნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 93 წლის იუბილე
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აწსუ-ში იმიტირებული სასამართლო პროცესის ეროვნული შეჯიბრი სისხლის სამართალში ჩატარდა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი