პროფესიულ სასწავლებლებში მიღების მაჩვენებელი 10%-ზე მეტით გაიზარდა – რომელია პოპულარული მიმართულება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მაჩვენებლებს აქვეყნებს, საიდანაც იმ საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ ვიგებთ ინფორმაციას, რომელიც სტუდენტებში ყველაზე მოთხოვნადია.
სტუდენტების განაწილება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით, 2024 წელს ასეთ სურათს გვაძლევს:
საქსტატის ცნობით, 2024 წელს საქართველოში 122 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, მათ შორის 75 საჯარო, ხოლო 47 კერძო. 2024 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 17.1 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 49.7 პროცენტი ქალია, ხოლო 50.3 პროცენტი – კაცი.
2023 წელთან შედარებით სტუდენტების მიღების მაჩვენებელი გაზრდილია 10.3 პროცენტით.
რეგიონების მიხედვით, ჩარიცხული სტუდენტების რიცხოვნობით ლიდერობენ ქ. თბილისი (36.4%), აჭარა (18.6%), იმერეთი (11.9%), ქვემო ქართლი (10.1%), სამერელო-ზემო სვანეთი (8.9%) და კახეთი (4.8%).
2024 წელს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 257 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 31.1 პროცენტი ქალია, ხოლო 68.9 პროცენტი კაცი.
-
რა ელის სტუდენტს, რომელმაც ერთწლიანი მაგისტრატურა დაასრულა და რამდენიმე წელში დოქტორანტურაზე სწავლა სურს? – სამინისტროს გეგმა
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტრო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას 100 ათასი ლარით დაეხმარება – მთავრობის განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
