თსუ-ის წესდება შეიცვალა – როგორ და რა ვადით აირჩევენ დეკანის მოვალეობის შემსრულებელს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, შეიცვალა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება.
მათ შორის ცვლილება შეეხება ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის არჩევასაც.
როგორც თებერვლის ბოლოს დამტკიცებული ბრძანების ცვლილებაშია აღნიშნული, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფაკულტეტის დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე დეკანის ვერარჩევის შემთხვევაში, ფაკულტეტის საბჭო 14 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს.
მოვალეობის შემსრულებელი აირჩევა არაუმეტეს 6 თვის ვადით და ერთი და იგივე პირი დეკანის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.
გარდა ზემოაღნიშნულისა, შეიცვალა ასისტენტის არჩევის ვადებიც და განისაზღვრა, რომ: “ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი, 3 ან 4 წლის ვადით. პირის ასისტენტის თანამდებობაზე არჩევის ვადა განისაზღვრება აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესით”.
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: ალექსანდრე წულაძის ბრძანება
-
გაუქმდება თუ არა სხვა უნივერსიტეტებში ის პროგრამები, რომლებიც დიპლომატიის აკადემიაში ამოქმედდება?
by ARIS.GE-განათლება
-
თეთრი პერანგების დღე 2026 – „ბოლო ზარი“, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება
by ARIS.GE-განათლება
-
„სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება“ – პედაგოგმა სკოლას სასამართლო დავა მოუგო
by ARIS.GE-განათლება