GE

„ჩვენ ვცვლით სამყაროს“ – თბილისში  ,,თანამედროვე განათლების აკადემია“  გაიხსნა

11987178_1481901305439041_7106844548346128654_n,,ან ცხოვრებისთვის ვემზადებით ან გამოცდებისთვის’’ – ჩვენ პირველს ვირჩევთ“ –  ფინური განათლების სისტემის ამ სლოგანით  თბილისში  ,,თანამედროვე განათლების აკადემია“  გაიხსნა. აკადემია ქალაქის ცენტრში, ი.ჭავჭავაძის გამზ.N37-ში. აკადემიას აქვს ბაღი და სკოლა. აკადემიის გენერალური დირექტორი ლევან ჯაფარიძეა. კომერციული და ფინანსური დირექტორები კახაბერ და ზურაბ ჯაფარიძეები გახლავთ. აკადემიის სასწავლო აღმზრდებლობით პროცესს კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ნინო კვიტაიშვილი უხელმძღვანელებს.

აკადემიის გახსნისთვის სამუშაოები სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყო, ავტორიზაცია კი სასწავლებელმა აგვისტოს თვეში გაიარა. თუმცა იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი 14 სექტემბერს დაიწყოს აკადემია როგორც ადამიანური რესურსით ასევე ინფრასტრუქტურულად სრულ მზადყოფნაშია.

აკადემიის საზეიმო გახსნის ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას ნინო კვიტაიშვილმა სკოლის მიზნებსა და ხედვებზე მიაწოდა ინფორმაცია. სკოლის მთავარი მესიჯია „ჩვენ ვცვლით სამყაროს“.

,,უსაფრთხო და პოზიტიურ გარემოში, პროფესიონალთა გუნდის მიერ, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სწავლების უახლესი მეთოდების გამოყენებით, ისეთი თაობების აღზრდა, რომლებიც შეძლებენ თვითრეალიზებას და პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას მუდმივად განვითარებად სამყაროში,“ – ეს აკადემიის მიზანია.

მიზნის მისაღწევად კი, კვიტაიშვილის ინფორმაციით, ადმინისტრაცია და პედაგოგები შექმნიან ეფექტურ, უსაფრთხო და პოზიტიურ სასწავლო გარემოს. ხელს შეუწყობენ მოსწავლის ფიზიკურ, კოგნიტურ და სოციალური უნარების განვითარებას; მუდმივად წაახალისებენ  მოსწავლეების ინიციატივებს, მუდმივ პროცესში იქნება სასწავლო რესურსის   სრულყოფაც.
12002089_1481900852105753_280989754526471303_n,,რატომ უნდა აირჩიონ თანამედროვე განათლების აკადემია?! ჩვენი სავიზიტო  ბარათი დემოკრატიულ–ლიბერალური აღზრდაა. ჩვენ ვართ ბავშვებზე ცენტრირებულები,  აღმზრდელობითი ქმდება ჩვენთან გამჭვირვალეა, ბავშვს აღვიქვამთ როგორც პარტნიორს. თუ ბავშვის ქცევა საჭიროებს კორექციას, ამაზე გუნდურად ვიმუშავებთ,  ჩვენთან ყველა თვალსაზრისისა და აზრის პატივიცემაა, გვაქვს ღია კომუნიკაცია,“ – განუცხადა Aris.ge-განათლებას ნინო კვიტაიშვილმა.

აკადემიაში საბაზო საფეხურზე სამი უცხო ენა ისწავლება. 1კლასიდან ინგლისური, მესამე კლასიდან რუსული მეშვიდედან კი მშობლებისა და მოსწავლეების სურვილით შერჩეული ენა, წელს ასეთი ფრანგულია.

1–4 კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლე სახელმძღვანელოს საჩუქრად მიიღებს. ყველა მშობელი ყოველდღიურ რეჟიმში ელექტრონულად მიიღებს ინფორმაციას  შვილის დისციპლინისა  და აკადემიური მოსწერების შესახებ. აკადემიას აქვს თავის საცურაო აუზი, მოქმედებს ზამთრისა და ზაფხულის ბანაკები და საზაფხულო სკოლა.

რაც შეეხება განსხვავებული ტიპის ღონისძიებებს, აკადემიას წლევანდელი წლის აქტივობები უკვ გაწერილი აქვს: ინტერნეტის საერთაშორისო დღე,  შოკოლადის დაბადების დღე,  ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე,  დიპლომატების დღე, დედამიწის დღე, ევროპის დღე, ჯინსის დაბადების დღე – ეს არასრული ჩამონათვალია იმ განსხვავებული ღონისძიებებისა რომლის ჩატარებასაც აკადემიაში გეგმავენ.

რაც  შეეხება სკოლის ადამიანურ რესურს, როგორც სასწავლო პროცესის მართვისა და ხარისხის  სამსახურის უფროსი აცხადებს მათი შერჩევა კონკურენტულ გარემოში მოხდა.

11996940_1167852483241519_1808353382_n,,ამ ეტაპზე სკოლაში 21 პედაგოგია. მათი შერჩევა კონკურენტულ გარემოში მოხდა. არჩევანის გაკეთება კარგ და საუკეთესო პედაგოგებს შორის მოგვიხდა. ყველა პედაგოგს, ვინც აქ არის აქვს შემოქმედებითი თავისუფლება. რაც შეეხება ანაზღაურებას  ჩვენს პედაგოგებს აქვთ მათი შრომის შესაბამისი ანაზღაურება, ისეთი რომ არ დასჭირდეთ – ფიქრი სად იშოვონ დამატებითი შემოსვალი. ისინი მხოლოდ თავიანთ საქმეზე უნდა იყვნენ ორიენტირებულები,“– განუცხადა Aris.ge-განათლებას დავით ლიპარტელიანმა.

გარდა სკოლისა, აკადემიის ფარგლებში ორი წლიდან 5+ ასაკის ბავშვებისთვის საბავშო ბაღი ფუნქციონირებს.

რაც შეეხება ფასებს, აკადემიის ზოგადი განათლების საფეხურზე  სწავლა წლიურად 6200 ლარია;  ხოლო ბაღში 4800ლარი. თუმცა ყველას ვინც აკადემიას ნდობას წელსვე გამოუცხადებს შეღავათები და ფასდაკლებები ელოდება.

„აკადემიისთვის ეს პირველი სასწავლო წელია და მისი მიზანია საგანმანათლებლო სივრცეში დაიმკვიდროს ლიდერი სკოლის ადგილი. ეს ჯანსაღი ამბიციაა, რადგან აკადემიის მმართველი გუნდი დაკომპლექტებულია განათლების სპეციალისტებისაგან, განათლების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პირთაგან. აქ დასაქმებულია ახალგაზრდა პროფესიონალთა, კრეატიულ და შრომისმოყვარე პედაგოგთა გუნდი“,- აცხადებენ აკადემიაში.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური