GE

ჩვენს ვებ–გვერდს, EDU.ARIS.GE, 12 თვეში 2 600 000 ვიზიტორი ეწვია!

ძვირფასო არის.ჯი – განათლების მომხმარებლებო,

გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ ჩვენს ვებ–გვერდს, EDU.ARIS.GE-ს, ბოლო 12 თვის განმავლობაში 2 600 000 ვიზიტორი ეწვია!  „ფეისბუკის“ გვერდებს – fb.com/edu.aris.ge და fb.com/studinfo.ge -ს კი უკვე 200 000–ზე მეტი გამომწერი ჰყავს!

მოსწავლეებო, აბიტურიენტებო, სტუდენტებო და მშობლებო, მასწავლებლებო და განათლების სფეროს სპეციალისტებო, ძვირფასო მეგობრებო – გმადლობთ, რომ ხართ ჩვენთან!

მოგეხსენებათ, რომ EDU.ARIS.GE მხოლოდ საგანმანათლებლო თემატიკაზე მუშაობს და ეს ნაკლებად პოპულალურია ვიდრე პოლიტიკური, თუ გაურკვეველი კატეგორიის მქონე ფსევდო-შემეცნებითი და გასართობი ამბები. მიუხედავად ამისა, ჩვენ თქვენთან ერთად შევძელით საერთო ინტერესის გარშემო ამდენი ადამიანის გაერთიანება.

ჩვენც პროფესიულად ვიზრდებით, სულ უფრო და უფრო მეტ გამოცდილებას ვიძენთ, სულ უფრო თამამად შევდივართ განათლებასთან დაკავშირებულ სიღრმეებში – რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას შემოგთავაზებთ.

რეკლამის განთავსების მსურველებო, მიიღეთ სარგებელი – განათავსეთ თქვენი რეკლამა ჩვენთან!

ტელ: 032 219 2121,
ელ. ფოსტა: sales@aris.ge

 

საუკეთესო სურვილებით,
არის.ჯი – განათლების გუნდი

სიახლეები განათლების სფეროდან

თავისუფალი ტრიბუნა მკითხველისთვის

გრამატიკული ცნობარი

პროფესიული განათლება

სკოლები

საგანმანათლებლო პროგრამები და კურსები

სტუდენტური ამბები

სამკითხველო

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm