CIU 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის იწყებს სამაგისტრო პროგრამებზე მიღებას
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის სამაგისტრო პროგრამებზე მიღებას იწყებს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის წინაპირობები:
- მაგისტრანტობის კანდიდატის რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. (პროცესი დასრულებულია);
- საერთო სამაგისტრო გამოცდების ბარიერი; (სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის კონკურსში მონაწილეობის გაგრძელებისათვის აუცილებელია საერთო სამაგისტრო გამოცდების ბარიერის დაძლევა, რაც გულისხმობს საგამოცდო ტესტის 4 ნაწილიდან რომელიმე 3-ში მაინც კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვას.)
- უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოდგენა;
- უნივერსიტეტის შიდა გამოცდის ჩაბარება.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე.
საბუთების მიღება განხორციელდება 2022 წლის 29 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით შესაბამისი ფაკულტეტების დეკანატებში მისამართზე: თბილისი, ჩარგლის ქ. #73.
რეგისტრაციის, გამოცდის ფორმის, ჩასაბარებელი მასალისა და შეფასების კრიტერიუმების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“ – CIU-ში პანელური დისკუსია გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი