CIU აცხადებს 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობას

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს;
- ფინანსების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს;
- ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 15 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს;
- საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს;
- საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს.
- სამართლის საბაკალავრო პროგრამა – 15 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს;
- სამართლის სამაგისტრო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს; პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: სამართალმცოდნეობის (სამართლის) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
- საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა – 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს;
- ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა – 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს;
- საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს;
- მედიის კვლევები და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს;
მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა – 30 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I-VI წელს; პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა:
აბიტურიენტს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ინგლისური ენა (მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – 40 %). (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა დაადასტუროს ინგლისური ენის შესაბამის დონეზე ცოდნა (წარმოადგინოს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ან ჩააბაროს გამოცდა უნივერსიტეტის ენების ცენტრში).
სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი პროგრამა – 20 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I-V წელს;
ფარმაციის საბაკალავრო პროგრამა – 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I-IV წელს;
მედიცინის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი პროგრამა – 15 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I, II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI, XII სემესტრებში; პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: აბიტურიენტს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ინგლისური ენა (მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – 50 %). (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა დაადასტუროს ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა (წარმოადგინოს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ან ჩააბაროს გამოცდა უნივერსიტეტის ენების ცენტრში).
სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი პროგრამა – 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I, II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X სემესტრებში; პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამა – 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I, III და V სემესტრებში;
ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს.
მობილობის პირველ ეტაპზე სტუდენტი რეგისტრირდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე students.emis.ge 30 იანვრიდან 8 თებერვლის 18 საათამდე.
შენიშვნა: მობილობა შესაძლებელია მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელსაც შეესაბამება სტუდენტის მიერ ჩაბარებული:
ა) ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში საგანი/საგნები იმ სტუდენტებისთვის, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ;
ბ) საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი.
სტუდენტი, რომელიც მობილობის შედეგებით მოიპოვებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია 10 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით და მიმღებ კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
საბაკალავრო/ერთსაფეხურიან პროგრამებზე:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ქსეროასლი;
- ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
- სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
- ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.
სამაგისტრო პროგრამებზე:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- ბაკალავრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და დიპლომის დანართის ასლი /
- ცნობა კურსდამთავრებულის შესახებ;
- ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
- სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
- ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.
-
როგორ გავუმდიდროთ პირველკლასელს ლექსიკური მარაგი – მარტივი აქტივობები სახლსა და სკოლაში შესასრულებლად by ARIS.GE-განათლება
-
„კომპლექსური დავალებები ისე უნდა შემუშავდეს, რომ მოსწავლე ასრულებდეს და არა მშობელი“ – რითი ხსნიან პრობლემის მიზეზს პედაგოგი და მშობელი by ARIS.GE-განათლება
-
„ეთნიკური უმცირესობების სკოლის დირექტორების დიდი ნაწილი, წინა, ორი პერიოდის სერტიფიცირების პერიოდშიც არ არის სერტიფიცირებული“ by ARIS.GE-განათლება