GE

„CIU აკადემია აბიტურიენტებისთვის“ იწყება

საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებში ჩატარებული სტუდენტების გამოკითხვა აჩვენებს, რომ უმრავლესობას უჭირს აირჩიოს პროფესია, რადგან აბიტურიენტები არ იცნობენ პროფესიებს უნივერსიტეტში სწავლის დაწყებამდე.

აბიტურიენტის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა პროფესიის სწორად არჩევაა. იპოვო პროფესია, რომელთანაც ჰარმონიულად და ნაყოფიერად შეძლებ თანაცხოვრებას, მარტივი ნამდვილად არ არის.

აბიტურიენტისთვის მნიშვნელოვანია, გააცნობიეროს ეს გამოწვევა და მაქსიმალურად კონცენტრირებული შეხვდეს მას.

გაეცნოს მისთვის სასურველ პროფესიებს, ადამიანებს რომლებიც არიან ამ პროფესიის აქტიური და წარმატებული წარმომადგენლები, ჰქონდეს შესაძლელბობა გააკეთოს გაცნობიერებული და არგუმენტირებული არჩევანი.

„CIU აკადემია აბიტურიენტებისთვის“ არის პროექტი, რომლის მიზანია აბიტურიენტს შესაძლებლობა მისცეს გაეცნოს მისთვის საინტერესო პროფესიებს, აქტიურად იმუშაოს მენტორებთან და გაიაზროს, რამდენად მოსწონს კონკრეტული პროფესია.

ყველა აბიტურიენტისთვის, პროექტი სრულად დაფინანსებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ.

CIU წარმოადგენს ყველა იმ პროფესიულ აკადემიას, რომელიც მოქმედია უნივერსიტეტში.

თითოეულ აკადემია მოიცავს 4 განსხვავებულ მასტერკლასს პროფესიის ირგვლივ, პროექტის ფორმატი კი მორგებულია აბიტურიენტების გრაფიკზე.

მასტერკლასები ჩატარდება ZOOM-ის პლატფორმაზე, საღამოს 20:00 საათზე.

პროექტის დასასრულს აკადემიის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

CIU აკადემიების მიმართულებები:

  • ბიზნეს აკადემია;
  • სამართლის აკადემია;
  • სამედიცინო აკადემია;
  • მევენახეობა-მეღვინეობის აკადემია;
  • ჟურნალისტიკის აკადემია;
  • საერთაშორისო ურთიერთობების აკადემია;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია.

პროექტში მონაწილეობისთვის გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური