CIU „ბიზნეს აკადემია 2“ დაიწყო
21 მარტს აბიტურიენტთა განსაკუთრებული ინტერესის გათვალისწინებით, CIU-ს ბიზნესის ფაკულტეტის პროექტი – „ბიზნეს აკადემია 2“ – დაიწყო.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოს ფინანსური განათლების ასოციაციის მიერ შექმნილი კურსი, აბიტურიენტებს ბიზნესის შესახებ საბაზისო ცოდნის მიღებას სთავაზობს ფინანსების, მენეჯმენტისა და ტურიზმის მიმართულებით.
პროექტის ფარგლებში, პირველ შეხვედრას CIU-ს ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის (UN DESA) ეროვნული კონსულტანტი საქართველოში, გიორგი აბაშიშვილი უძღვებოდა თემაზე: „ბიზნესის დაწყება, ბიზნეს გარემო და ლიდერობა“.
აღსანიშნავია, რომ „ბიზნეს აკადემია 2“ გლობალური ფულის კვირეულს ეძღვნება. პროექტში მონაწილეობას რამდენიმე ათეული სკოლის მოსწავლე იღებს, რომლებსაც დამატებით ფინანსური განათლების შესახებ „ფინედუს“ მასალები მიეწოდებათ.
კვირეულის ფარგლებში, CIU-ს ბიზნესის ფაკულტეტის მიერ დაგეგმილია სახვადასხვა აქტივობები, მათ შორის, თემატური მემორანდუმის გაფორმება, საჯარო ლექცია და რადიო „კომერსანტზე“ დეკანის მიერ კვირეულის აქტივობების სრულად გაშუქება გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი“.
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“ – CIU-ში პანელური დისკუსია გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი