CIU: ცხადდება მიღება ღვინის ტურიზმის სასერტიფიკატო კურსის მესამე ნაკადზე
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (CIU) და საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის (GETA) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ცხადდება მიღება „ღვინის ტურიზმის“ სასერტიფიკატო კურსის მესამე ნაკადზე. კურსი შემუშავდა საქართველოსა და ესპანეთის ღვინის ტურიზმის გამოცდილი ექსპერტების მიერ. მათ შორის, კატალონიის ღვინის ტურიზმის ინსტიტუტის პროფესორის, ბეგონია ფერნანდეს ბენიტესი/BEGOÑA FERNÁNDEZ BENÍTEZ- ისა და ტურიზმის დარგის ექსპერტის, ვიკა შარიას მიერ.
ღვინის ტურიზმის ტრენინგკურსი გათვალისწინებულია ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისა და ღვინის ტურიზმით დაინტერესებულ პირთათვის. იგი მიზნად ისახავს, დაინტერესებულ პირებს მისცეს და გაუღრმავოს ღვინის ტურიზმის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.
ტრენინგის დეტალები
ტრენინგი ჩატარდება ქართულ და ესპანურ ენებზე და უზრუნველყოფილი იქნება თანმიმდევრული თარგმანი.
შეხვედრების თარიღი: 20, 22, 25, 27, 29 აპრილი; 2, 4, 6, 11, 13, 16 მაისი.
შეხვედრების დრო: 19:00-21:00/22:20 (2-3.5 სთ) – სამშაბათი/ხუთშაბათი
12:00-14:00/15:20 (2-3.5 სთ) – შაბათი.
კურსის ფორმატი: არჩევითი: დასწრებული/დისტანციური (ONLINE/OFFLINE)
ღირებულება – 650 ლარი.
საათების ჯამური რაოდენობა: 26 საათი.
კურსდამთავრებულს გადაეცემა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) და საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის (GETA) მიერ გაცემული ორენოვანი სერტიფიკატი.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 12 აპრილი, 18:00 სთ.
რეგისტრაციისათვის გადადით ბმულზე.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
-
CIU-ში ლექცია – „მეწარმეობა-ბიზნესის პერსპექტივა“ გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“ – სამეცნიერო კონფერენცია და მედიადაჯილდოების ცერემონია CIU-ში
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი