CIU ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის აფილირებული წევრი გახდა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის (INFE) აფილირებული წევრი გახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება OECD/INFE-ის მრჩეველთა საბჭომ მიიღო. აფილირებული წევრობა უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტს საშუალებას აძლევს ავტომატურად ჩაერთოს OECD-ის მიერ ფინანსური განათლების მიმართულებით მოწყობილ გლობალურ აქტივობებსა და ღონისძიებებში.
უნივერსიტეტი სისტემატიურად და პრიორიტეტულად მიიღებს მონაწილეობას OECD-ის მიერ წარმოდგენილი ფინანსური განათლების დოკუმენტის შემუშავებასა და განხილვაში . CIU ბიზნესის ფაკულტეტი საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება OECD ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის ტექნიკური კომიტეტის შეხვედრებში, ასევე ჩაერთვება OECD/INFE-ის სამუშაო ჯგუფების აქტივობებში (ad hoc basis).
CIU ბიზნესის ფაკულტეტი აფილირებული წევრობის ფარგლებში განსახორციელებელ საქმიანობას უკვე მიმდინარე პერიოდიდან დაიწყებს.
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“ – CIU-ში პანელური დისკუსია გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი