GE

CIU-ის ბაზაზე არსებულ ესპანური კულტურისა და განათლების ცენტრ „იბერიაში“ ესპანური ენის შემსწავლელ კურსებზე მიღება განახლდა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ ესპანური კულტურისა და განათლების ცენტრ „იბერიაში“ ესპანური ენის შემსწავლელ კურსებზე მიღება განახლდა.

ესპანური ენის შესწავლით „იბერია“ ახალ შესაძლებლობებს გიხსნით პროფესიული განვითარების მიმართულებით. ენის შესწავლით თქვენ შესაძლებლობა მოგეცემათ სექტემბრიდან შეუერთდეთ სხვადასხვა გაცვლით პროგრამებს, ჩაერთოთ ახალ პროექტებში, რასაც იბერია გთავაზობთ, ან უბრალოდ, ზაფხულში დაისვენოთ ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში, როგორც „იბერიას“ წევრებმა და ისარგებლოთ განსაკუთრებული შეთავაზებებით.

დარეგისტრირდი და არ გაუშვა შანსი ხელიდან ენის შესწავლასთან ერთად, იმოგზაურო ესპანეთში სპეციალური შეთავაზებების ფარგლებში.

ენის შესწავლასთან ერთად, ასევე გაეცანი ესპანეთის კულტურასა და ტრადიციებს;

დასწრება შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე აუდიტორულ გაკვეთილებზე. მეცადინეობები ტარდება კვირაში 2-ჯერ;

გაკვეთილის ხანგრძლივობა – 1 საათი;

ჯგუფური გაკვეთილების ღირებულება – 125 ლარი (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების, კურსდამთავრებულების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება – 65 ლარი).

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური