CIU-მ კიდევ სამ სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი უკვე წლებია აქტიურად თანამშრომლობს საჯარო და კერძო სკოლებთან.
აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, 12 დეკემბერს, თბილისის N151, N154 და სკოლა „პოლიგლოტთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტი ითვალისწინებს სკოლებისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობას ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და მატერიალური რესურსებით სარგებლობის მიმართულებით.
ღონისძიებას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების მიმართულების კოორდინატორი, მარინე უგულავა უძღვებოდა.
სტუმრებს მიესალმნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა ამირანაშვილი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი მარიკა კლდიაშვილი, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით გვეტაძე და ასოცირებული პროფესორი ლია თევზაძე.
სკოლა „პოლიგლოტის“ დირექტორმა მზია დაუშვილმა და N154-ე საჯარო სკოლის დირექტორმა გიორგი ნარსიძემ მადლობა გადაუხადეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ნაყოფიერი საქმიანობისთვის და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.
ხელმოწერის ცერემონიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ.
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“ – CIU-ში პანელური დისკუსია გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი