CIU-ს ამერიკული ჯილდო THE DAMRICH AWARD გადაეცა
ამერიკულ პროექტს – „GLE” (Global learning Experience), რომელშიც საქართველოდან მხოლოდ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტია ჩართული, “ინოვაციური სწავლებისთვის” – The Damrich Award – ჯილდო გადაეცა!
2022 წლიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, დეპოლის უნივერისტეტთან (აშშ, ჩიკაგო) არა მხოლოდ მედიაგანვითარების, არამედ გლობალური სწავლებისა და გამოცდილების მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს.
„GLE“ პროექტში, რომელშიც 5 ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მონაწილეობდნენ, საქართველოდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, CIU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი, ჟურნალისტიკის დოქტორი და მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აფილირებული პროფესორი – ზაზა ცოტნიაშვილი წარმოადგენდა, რომელიც ერთროულად, დეპოლის უნივერსიტეტის ისე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებისთვის კითხულობდა ლექციებს თემებზე: საინფორმაციო ომები, კიბერ ომები და პროპაგანდა.
ინოვაციური სწავლების ჯილდო მნიშვნელოვანი აღიარებაა, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციური სწავლისა და სწავლების მეთოდების დანერგვას.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, იგეგმება სამომავლო თანამშრომლობა, რაც CIU-ს სტუდენტების პროფესიულ ჩართულობასაც ისახავს მიზნად.
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“ – CIU-ში პანელური დისკუსია გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი