CIU-ს „მედიცინის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების“ პრეზენტაცია და ფილმის – „შეშლილთა კუნძული“ – ჩვენება გაიმართა
27 იანვარს, ნიკო ნიკოლაძის საკონფერენციო დარბაზში CIU-ს „მედიცინის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების“ პრეზენტაცია და ფილმის – „შეშლილთა კუნძული“ – ჩვენება გაიმართა.
პრეზენტაციას უძღვებოდნენ ამავე საზოგადოების წევრები, დეა შალამბერიძე და მარტინ ბეკი, რომლებმაც აუდიტორიას ორგანიზაციის მისია და სამომავლო გეგმები გააცნეს.
ჩვენების შემდეგ ფილმში არსებულ მენტალურ დარღვევებზე, მათ გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე ისაუბრა ფსიქოლოგმა, ნეიროფიდბექის თერაპევტმა, CIU-ს ლექტორმა, ანანო ბუბუტეიშვილმა.
პრეზენტაციასა და ფილმის ჩვენებას CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანი მაგდა თორთლაძე, მედიცინის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამების ხელმძღვანელი ზაზა ხაჭიპერაძე, მედიცინისა და სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“ – CIU-ში პანელური დისკუსია გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი