CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის უპირატესობები და განსაკუთრებული შეთავაზება 2021 წლის აბიტურიენტებს უნივერსიტეტისგან
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე სტუდენტს საშუალება ეძლევა შეისწავლოს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ყველა საფეხური, მსოფლიოში უკვე დამკვიდრებული თანამედროვე მიდგომის შესაბამისად, რომელსაც ეწოდება „ღვინო მიწიდან მაგიდამდე“, დაეუფლოს ვაზის მოვლისა და ყურძნის მოყვანის ძირითად აგროტექნოლოგიურ მეთოდებს, დაავადებებსა და მათ წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებს, იზრუნოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მიღებაზე; დაგეგმოს და მართოს ვენახი, მასში მიმდინარე პროცესები და აკონტროლოს ხარისხი; გაეცნოს საქართველოსა და მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში დანერგილ ტრადიციებს და თანამედროვე, ინოვაციურ მიდგომებს, შეისწავლოს უნიკალური ქართული ქვევრის ღვინის დამზადების ტექნოლოგია, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ფიზიკო-ქიმიური შედგენილობა და დარგში გამოყენებული საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული ანალიზის მეთოდები; შეძლოს მევენახეობისა და მეღვინეობის ხარისხის მენეჯმენტის მართვა; აწარმოოს უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი ქართული ტრადიციული ღვინო და შეძლოს მსოფლიო ბაზარზე მისი სახელისა და ადგილის დამკვიდრება; დაეუფლოს ღვინის დეგუსტაციის ხელოვნებას.
დარგის პრაქტიკოსი ლექტორების, ადმინისტრაციისა თუ მოტივირებული სტუდენტების ძალისხმევის შედეგად, ფაკულტეტის სასწავლო პროგრამები, თეორიულ და მრავალფეროვან პრაქტიკულ კომპონენტთან ერთად, გამორჩეულია საქართველოში. ფაკულტეტის თანამედროვე ლაბორატორიებსა და კვლევით ცენტრებში სტუდენტებს პირველივე კურსიდან შესაძლებლობა აქვთ უმაღლესი ხარისხის ღვინის დაყენების ტრადიციულ და თანამედროვე მეთოდებს დაეუფლონ, ასევე, უმნიშვნელოვანესი როლი უჭირავს აქტიურ თანამშრომლობას ევროპის წარმყვან უნივერსიტეტებსა და ღვინის მარნებთან, სადაც ჩვენს სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს განვითარების დიდი პოტენციალი აქვთ.
CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ახორციელებს, თითოეულ პროგრამაზე სწავლის საფასური კი 2500 ლარია.
ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულმებს მიღებული თეორიული ცოდნისა და გამომუშავებული პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაძლებლობა აქვთ დასაქმდნენ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სხვადასხვა პროფილის დაწესებულებებში, როგორებიცაა:
- ვაზის სანერგე მეურნეობები;
- მევენახეობის მეურნეობები;
- აგროგანვითარების სფეროს საკონსულტაციო ცენტრები;
- საკოლექციო ნაკვეთების გაშენება-პროექტირების ბიუროები;
- აგროეკოლოგიური, ვაზის დაცვის სამსახურები;
- სხვადასხვა მასშტაბის მარნები და საოჯახო მეურნეობები;
- ღვინის, ბრენდის, ჭაჭისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხნები და კომპანიები;
- ღვინის სახლები, დაკავებული კომერციული საქმიანობითა და სომელიეს მომსახურებით;
- ღვინის ტურიზმით დაკავებული კომპანიები;
- ყურძნისა და ალკოჰოლური სასმელების ხარისხის კონტროლის აკრედიტებული ლაბორატორიები;
- დარგის მართვის სახელმწიფო და საჯარო უწყებები.
შეთავაზება აბიტურიენტებს:
2021 წლისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტით დაინტერესებულ აბიტურიენტებს განსაკუთრებული შეთავაზებები აქვთ. კსუ-ის ნებისმიერი ფაკულტეტის პირველ ნომრად არჩევის შემთხვევაში პირველკურსელები სწავლის დაწყების მომენტიდან ყოველთვიურ 100 ლარიან სტიპენდიასა და ლეპტოპს მიიღებენ, მეორე ნომრად არჩევის შემთხვევაში კი შესაძლებლობა აქვთ თავად აირჩიონ 100-ლარიანი სტიპენდია, ან ლეპტოპი.
თუ აბიტურიენტი 70%-იან ან 100%-იან სახელმწიფო გრანტს მოიპოვებს და, ამავე დროს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (უნივერსიტეტის კოდია 115) პირველ ნომრად ექნება არჩეული, დარჩენილი სწავლის საფასური სრულად დაუფინანსდება, ასევე მიიღებს ლეპტოპსა და 100-ლარიან ყოველთვიურ სტიპენდიას პირველივე სემესტრიდან.
მეორე სემესტრიდან, წინა სემესტრის შედეგების მიხედვით, შესაძლებლობა ექნება მოიპოვოს 100%-იანი, 50%-იანი ან 20%-იანი სტიპენდია, სწავლის საფასურის ოდენობით.
ფინანსური შეღავათებია ასევე ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებზე, რომლებიც მედლის ხარისხის შესაბამისად, 20%-იან ან 10%-იან დაფინანსებას მიიღებენ.
იხილეთ CIU-ს მევენახეობა მეღვინეობის ფაკულტეტის ვიდეო:
- CIU-ს წარმომადგენლები საერთაშორისო ფორუმზე – „ინოვაციების სამიტი – ინოვაციების გაძლიერება გლობალური მასშტაბით“ by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- მოსწავლეების ვიზიტი CIU-ში პროექტის – „მედიაწიგნიერება და მედიის როლი საზოგადოების ინფორმირებაში“ – ფარგლებში by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „დაიცავი ჩემი უფლებები!” – CIU-ში შშმ პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი