კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს EUSA-ს ასოცირებული წევრის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს (CIU) ევროპის საუნივერსიტეტო სპორტის ასოციაციამ (EUSA) ასოცირებული წევრის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭა. გადაწყვეტილება ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 2025 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე მიიღო.
CIU-ს მიერ 28 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, როგორც ასოცირებული წევრი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ისარგებლებს ყველა იმ უპირატესობით და შესაძლებლობით, რომლებიც განსაზღვრულია EUSA-ს ასოცირებული წევრებისათვის.
აღნიშნული სტატუსი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს მისცემს შესაძლებლობას, ევროპის მასშტაბით სტუდენტური სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციის პროცესში აქტიურად ჩაერთოს.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად უწყობს ხელს სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის განვითარების კულტურას. სტუდენტური სპორტული აქტივობების მხარდაჭერა და ახალგაზრდების ამ პროცესში ჩართულობის ზრდა უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“ – CIU-ში პანელური დისკუსია გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი