„შენი მომავალი პროფესია ღრუბლოვან ტექნოლოგიებში Geosoft Cloud-თან ერთად“ – CIU-ში საჯარო შეხვედრა გაიმართა
25 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (CIU), თემაზე – „შენი მომავალი პროფესია ღრუბლოვან ტექნოლოგიებში Geosoft Cloud-თან ერთად“, საჯარო შეხვედრა გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის კარიერული განვითარების პერსპექტივების გაცნობა ღრუბლოვანი ტექნოლოგიების სფეროში, კერძოდ კი Google Cloud-ის სპეციფიკის გათვალისწინებით.
ღონისძიების ფარგლებში მომხსენებლებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა:
- ღრუბლოვანი ტექნოლოგიების მნიშვნელობა და მისი მზარდი როლი თანამედროვე ციფრულ სამყაროში;
- ამ მიმართულებით არსებული მოთხოვნადი პროფესიები და კარიერული შესაძლებლობები;
- Google Cloud-ის სპეციფიკა და განვითარების პერსპექტივები.
შეხვედრის მომხსენებლები გახლდათ Geosoft Cloud-ის წარმომადგენლები: თორნიკე ჩარკვიანი – მომხმარებელთა წარმატების მენეჯერი; დავით ტოგონიძე – ბიზნეს განვითარების მენეჯერი.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების სპიკერები Google-ის მიერ სერტიფიცირებული Cloud ინჟინრები არიან.
ღონისძიების დაწყებამდე აუდიტორიას მიესალმა CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების დეკანი ქეთევან ნანობაშვილი, რომელმაც ხაზი ღონისძიების მნიშვნელობას გაუსვა.
„მსგავსი ფორმატის აქტივობები სტუდენტებს ეხმარება კარიერული პერსპექტივების დაგეგმვაში და იმ კომპეტენციების იდენტიფიცირებაში, რომელიც მათ დასაქმებისთვის სჭირდებათ, განსაკუთრებით კი ისეთ ინოვაციურ სფეროში, როგორიცაა ღრუბლოვანი ტექნოლოგიები“, – განაცხადა ქეთევან ნანობაშვილმა.
აუდიტორიას სიტყვით მიმართა ასევე შეხვედრის მოდერატორმა, CIU-ს უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის კოორდინატორმა, გურამ ლილუაშვილმა.
„ჩვენი მთავარი მიზანია, სტუდენტებს მივცეთ მაქსიმალური შესაძლებლობა, დაუკავშირდნენ წამყვან კომპანიებს, გაიგონ თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნები და სწორად დაგეგმონ თავიანთი პროფესიული მომავალი ციფრულ ეპოქაში. დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ მისიის ნაწილი გახლდათ“, – აღნიშნა გურამ ლილუაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და Geosoft Cloud-ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი CIU-ს ვიცე-რექტორმა, აკადემიური პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა, თამარ ინასარიძემ მოაწერა.
შეხვედრისას სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე, ბოლოს კი კომპანია Geosoft Cloud-ის მხრიდან გაიმართა წამახალისებელი გათამაშება, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
-
სტუდენტი პროფესიაზე – „CIU არის ადგილი, სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, იპოვონ საკუთარი გზა და დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების“
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს EUSA-ს ასოცირებული წევრის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს პირველკურსელი საერთაშორისო სტუდენტებისთვის საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი