CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტმა ოთხი სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს უმასპინძლა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტმა, პროექტის „ქართული ღვინის გზა“ ფარგლებში, ოთხი სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს უმასპინძლა.
უნივერსიტეტის მიერ 14 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, CIU-ს, ლევან დევდარიანის სახელობის გარდაბნის N1 საჯარო სკოლის, სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის, ლევან გოთუას სახელობის ქალაქ რუსთავის N17 საჯარო სკოლისა და თბილისის N212 საჯარო სკოლის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, მევენახეობა-მეღვინეობის სასწავლო და პრაქტიკული ბაზები მოენახულებინათ.
პირველი ეტაპი ისტორიულ ტურსა და პრაქტიკულ საქმიანობას დაეთმო. ფაკულტეტის კოორდინატორმა და მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ გენერალურმა მენეჯერმა, ლაშა ბოდაველმა მოსწავლეებს ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგია და ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ისტორია გააცნო.
მეორე ეტაპი ლაბორატორიულ ვორკშოფს მოიცავდა, რომელიც მიკრობიოლოგიის ლაბორატორიაში ჩატარდა. ვორკშოფს, ლაშა ბოდაველთან ერთად, ფაკულტეტის წარმომადგენლები – გვანცა ლოთუაშვილი და ლიკა მეგრელიშვილი უძღვებოდნენ.
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო დარბაზმა მადრიდის რეალის კემპს უმასპინძლა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„შენი პროფესიული ბრენდი – როგორ შეგამჩნიონ და აგარჩიონ?“ – CIU-ში საჯარო შეხვედრა გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა თურქეთის ერთ-ერთი უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ჰუსეინ აქბაშს უმასპინძლა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი