CIU-სა და ღვინის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
26 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ღვინის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მხარეებს შორის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობას, ერთობლივ ღონისძიებებსა და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტთა პრაქტიკა/დასაქმებას ითვალისწინებს.
დოკუმენტს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ მოაწერეს.
ამავე დღეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის პროფესორს, ლევან უჯმაჯურიძეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად არჩევა მიულოცეს.
შეხვედრაზე უნივერსიტეტის კანცლერმა, ვახტანგ წივწივაძემ და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანმა, ოლან გოცირიძემ ფაკულტეტის ბოლოდროინდელი წარმატებების შესახებ ისაუბრეს და სამომავლო გეგმებიც დასახეს.
ღონისძიებას უნივერსიტეტის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ.
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“ – CIU-ში პანელური დისკუსია გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი