GE

CIU-სა და საქართველოს პარლამენტის კვლევით ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

10 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს პარლამენტის კვლევით ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ეკატერინე ქარდავამ მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებზე თანამშრომლობა, მათ შორის ერთობლივი ღონისძიებების, პროექტების, კვლევების და ინიციატივების განხორციელება.

აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, CIU-ს სამართლის ფაკულტეტის (საბაკალავრო/სამაგისტრო) სტუდენტებს, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, აქტიური პრაქტიკული კურსების გავლის შესაძლებლობა ექნებათ.

შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, გიორგი ხატიძე; სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, თინათინ ერქვანია და სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, თამთა წირქვაძე. ასევე, სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები და აკადემიური პერსონალი.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური