GE

CIU-ში აბიტურიენტებისათვის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ღია კარის დღე გაიმართება

22 მაისს, 14:00 საათზე, გელოდებით CIU-ში.

თუ ხარ აბიტურიენტი და გაინტერესებს, როგორ აუწყო ფეხი თანამედროვე ტექნოლოგიურ და ბიზნეს გამოწვევებს, გაქვს კითხვები და პასუხებს ეძებ, მოდი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ღია კარის დღეზე და მიიღე დეტალური ინფორმაცია შენთვის სასურველ ნებისმიერ საკითხზე.

ჩვენთან შენ შეძლებ:

  • გაეცნო CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაზაზე არსებულ თანამედროვე სივრცეებსა და ლაბორატორიებს;
  • შეხვდე ბიზნესის დარგში/პროფესიაში გამოცდილ ადამიანებს;
  • შეიქმნა წარმოდგენა, როგორი იქნება შენი სამომავლო სტუდენტური გარემო;
  • გაიგო, რა ბენეფიტებით ისარგებლებ, როცა CIU-ელი გახდები.

სარეგისტრაციო ბმული

მისამართი: ჩარგლის ქუჩა #73; აუდიტორია – 101.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური