GE

CIU-ში ახალგაზრდული ფორუმი-მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის ფარგლებში, პანელური ფორმატის დისკუსია გაიმართა

27 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „ახალგაზრდული ფორუმი-მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის“ ფარგლებში, პანელური ფორმატის დისკუსია გაიმართა.

ფორუმი მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ინფორმირებულობის, ჩართულობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის გაზრდას, ინოვაციური ხედვების წარმოჩენას და ასახვას, ქვეყნის მიერ განსახორციელებელი ამოცანების შესრულების პროცესში. მათ შორის, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით.

პანელურ დისკუსიას წინ უძღვოდა ურთიერთთანმშრომლობის მემორანდუმის გაფორმება კავკასიის საერთაშორისო უნივერისიტეტსა და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები – საქართველოს“ შორის.

მემორანდუმს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები – საქართველოს“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ მოაწერეს.

მხარეთა შორის შეთანხმება ითვალისწინებს, ეკოლოგიური, გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად თეორიული და პრაქტიკული საქმიანობის განხორციელებას, მათ შორის ახალგაზრდული ფორუმი – მდგრადი განვითარებისთვის და ევროინტეგრაციისთვის ღონისძიებაში მონაწილეობასა და თანამშრომლობას.

ფორუმი სადისკუსიო-პანელური ფორმატით წარიმართა, მოხსენებები CIU-ს სამართლის, ფინანსებისა და ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებმა გააკეთეს:

  • ნანა მიქავა – ნარჩენების სეპარირება და მისი მნიშვნელობა;
  • ლანა ნარსავიძე – მყარი ნარჩენების ზემოქმედება გარემოზე;
  • ილია ხუციშვილი – ნარჩენების გადამუშავების ლოჯისტიკა და მიწოდებათა ჯაჭვი;
  • თამარ ოყუჯავა – საზოგადოებაში ნარჩენების მართვის პოპულარიზაციის მნიშვნელობა.

შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, კახაბერ კორძაია; „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები – საქართველოს“ თავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე; CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, გრიგოლ ნემსაძე; CIU-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე, ფიქრია კაპანაძე და უნივერისტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი.

დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა, სადაც დამსწრე საზოგადოებამ მიიღო ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური