GE

CIU-ში ჯანმრთელობის კვირეული ჩატარდა

11-18 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „მედიცინის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების“ ორგანიზებით, ჯანმრთელობის კვირეული გაიმართა თემატიკით – „დამოკიდებულება“.

კვირეულის სხვადასხვა აქტივობა მიზნად ისახავდა ჯანმრთელობის დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პოზიტიური მიდგომების წახალისებას.

კვირეული „მედიცინის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების“ წარმომადგენლებმა გახსნეს, სადაც კვირეულის მიზნებსა და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრეს.

მომდევნო დღეს გაიმართა დებატები თემაზე: „ინდივიდუალური მიდგომა დამოკიდებულების ტიპის მიხედვით (ნივთიერებაზე დამოკიდებულება / ქცევითი დამოკიდებულება) VS ერთიანი მიდგომა დამოკიდებულების მიმართ“. დებატები მიზნად ისახავდა დამოკიდებულებისადმი ერთიან და განსხვავებულ მიდგომას შორის დიქოტომიის განხილვას.

კვირეულის ფარგლებში გაიმართა ვიქტორინა (ქვიზი), რომელიც შედგებოდა 4 კატეგორიისგან: გულ-სისხლძრღვთა სისტემა, საჭმლის მომნელებელი სისტემა, სასუნთქი სისტემა და ნერვული სისტემა. გუნდები მედიცინის ფაკულტეტის სხვადასხვა კურსის სტუდენტებით დაკომპლექტდა. თამაშზე კითხვები როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე დაისვა, ვიქტორინის ბოლოს კი გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

კვირეულის ფარგლებში გაიმართა პოსტერების პრეზენტაცია სადაც მონაწილეებმა თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს. აქტივობის მიზანს წარმოადგენდა, რომ სტუდენტებს შეესწავლათ აკადემიურად სწორი პოსტერული პრეზენტაციის წარდგენა, მეცნიერულად დამტკიცებული მეთოდები გამოყენება და კვლევების წარმოება. კონკურსის ფარგლებში კი სამი გამარჯვებული გამოვლინდა.

კვირეულში სხვადასხვა მიმართულებით საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები გამოავლინეს მოწვეულმა სტუმრებმა: ლელა წიტაიშვილმა, ალექსანდრე შარაშენიძემ, თამარ ქავთარაძემ და ზაზა ხაჭიპერიძემ.

კვირეული შემაჯამებელი ღონისძიებით დაიხურა, სადაც დაჯილდოვდნენ სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებული მონაწილეები ასევე, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „დამოკიდებულება და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა – ორმაგი დიაგნოზის გამოწვევები“, სადაც მედიცინის დოქტორმა, ფსიქიატრმა თამარ ალადაშვილმა ისაუბრა აღნიშნული მდგომარეობების თანმხლებ დარღვევებზე და მათ შორის არსებულ სირთულეებზე.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური