GE

CIU-ში, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: პირველ მეღვინეთა ცხოვრება

16 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ორგანიზებით, საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: ,,პირველ მეღვინეთა ცხოვრება”.

შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგა, CIU მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი, ოლან გოცირიძე და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, დავით მაღრაძე.

სპიკერებმა, ფარავნის გეოარქეოლოგიური პროექტის ხელმძღვანელმა, ლანდშაფტის არქეოლოგიის მკვლევარმა ნინო პატარიძემ და არქეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ნეოლითის მკვლევარმა დიმიტრი ჟვანიამ CIU მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებს, პრეზენტაციის სახით, ნეოლითური სამყაროს არქეოლოგიური ექსკურსი წარუდგინეს.

შეხვედრაზე სასაუბრო ძირითად საკითხებს წარმოადგენდა: არქეოლოგია, როგორც ხელოვნება; საქართველოს ტერიტორიაზე პირველი კულტივირებული ყურძნის აღმოჩენის ადგილები; პირველ მეღვინეთა და მიწათმოქმედთა დასახლება; ალიზის არქიტექტურა; პირველ მეღვინეთა საყოფაცხოვრებო ნივთები.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური