CIU-ში საჯარო ლექცია: „საკონსტიტუციო კონტროლი საქართველოში – აღსასრულებელი და თვითაღსრულებადი გადაწყვეტილებები“ გაიმართა

14 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნიევრსიტეტში, სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, სამართლის დოქტორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტის – სოფიო დემეტრაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „საკონსტიტუციო კონტროლი საქართველოში – აღსასრულებელი და თვითაღსრულებადი გადაწყვეტილებები“.
შეხვედრაზე სპიკერმა დეტალურად ისაუბრა საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს დაბადებისა და განვითარების ეტაპებზე. საკონსტიტუციო სასამართლოს შექმნის იდეაფიქსსა და გადაწყვეტილების გზებზე.
საჯარო შეხვედრას ესწრებოდნენ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, გიორგი ხატიძე; დეკანის მოადგილე, თამთა წირქვაძე; სამართლის ფაკულტეტის პროფესორი, ბექა ქანთარია და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა, სადაც სტუდენტებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.
-
მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის კვირეული დასრულდა by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში საჯარო ლექცია თემაზე: პოლონურ-ქართული საერთაშორისო ურთიერთობები: პოლიტიკა, კულტურა, ტრანსგრესია გაიმართა by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-სა და საქართველოს პარლამენტის კვლევით ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი