სემინარი თემაზე „ღია განათლების მომავალი“

შჩეცინის უნივერსიტეტის (პოლონეთი) და იუნესკოს სოციალური მდგრადობის ხელმძღვანელობის (UNESCO Chair for Social Sustainability) ორგანიზებით გაიმართა სემინარი თემაზე „ღია განათლების მომავალი“.
სემინარზე მოხსენებით წარსდგა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, სამართლის დოქტორი, პროფესორი გიორგი ხატიძე. მან გააკეთა მოხსენება თემაზე „სამართლებრივ კვლევებსა და სწავლებაში ღია განათლების როლი: შესაძლებლობები და გამოწვევები“. მისი მოხსენებისას განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა სასწავლო, საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობისას, იურიდიულ სფეროში, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული კუთხით ხელოვნური ინტელექტის, სამართლის დიგიტალიზაციის, ციფრული და სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობა, მათი ადგილი და მიზანი იურიდიულ განათლებაში, პრაქტიკულ საქმიანობასა და იურისტის პროფესიაში.
სემინარზე, რომელიც ონლაინ ფორმატით წარიმართა, მონაწილობდნენ სხვადასხვა ქვეყნის აკადემიური წერეების და უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი უნივერსიტეტია, რომელმაც სამართლის ფაკულტეტზე მოქმედ საგანმანათლებლო პროგრამებში დანერგა ისეთი ინოვაციური საგნები, როგორიცაა სამართლის დიგიტალიზაცია, ტექნოლოგიების სამართალი, ინტერნეტ სამართალი.
-
CIU-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების ვიზიტი თბილისის იუსტიციის სახლში by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას 28 სერიისგან შემდგარი ფილმი მიუძღვნა by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„ბიზნეს კვლევები მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად“- სტუდენტური პროექტი CIU-ში by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი