GE

CIU-ში შალვა ამონაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიკოს შალვა ამონაშვილთან გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე: „ჰუმანური პედაგოგიკა – აღზრდის საიდუმლო“.

სტუმარმა მიმოიხილა ჰუმანური პედაგოგიკის არსი, სკოლისა და მასწავლებლის როლი ბავშვის განვითარების პროცესში.

„ჰუმანური პედაგოგიკა – ურთიერთობის პედაგოგიკაა. აქ არის სიყვარული, მიტევება, თავმდაბლობა… ჰუმანურ პედაგოგიკაში მთავარია – მასწავლებელი. სკოლა არის კიბე სულის ამაღლებისთვის. სად არის ეს კიბე? – მასწავლებელში. ჰუმანური პედაგოგიკა ცხოვრების წესია და არა – აღზრდის,“ – აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

საჯარო შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და რექტორის მრჩეველმა, გიორგი ფარეშიშვილმა გახსნეს.
ღონისძიებას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, ასევე სხვადასხა სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური