GE

CIU-ში თამაზ ჯოლოგუას საჯარო ლექცია გაიმართა

21 მარტს CIU-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, პროფესორის, მეცნიერის, მკვლევარისა და ქართული ჟურნალისტიკის ისტორიის სახელმძღვანელოს ავტორის, თამაზ ჯოლოგუას საჯარო ლექცია გაიმართა.

შეხვედრაზე სპიკერმა ისაუბრა ქართული ჟურნალისტიკის დაარსებისა და განვითარების ეტაპებზე, XIX საუკუნის ქართული პრესის როლსა და მნიშვნელობაზე.

ლექციის ბოლოს, მოეწყო ფილმის (დოკუმენტური სერიალი) „ერი და პრესა“ ჩვენება, ეს არის მოთხრობა ქართულენოვან პრესაზე, რომელმაც მოკლე ისტორიულ მონაკვეთში შეძლო რადიკალურად შეეცვალა ქართველების თვითშეფასება, კულტურული მოთხოვნილებები და წარმოდგენა გარესამყაროზე; როგორ დაიბადა გამომცემლობების, სტამბებისა და რედაქციების გაბოლილ ოთახებში თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენა, თითქმის დაკარგული ეროვნული ერთობის განცდა და კრიტიკული აზრი.

შეხვედრის დასასრულს, კავკასიის სააერთაშორისო უნივერისტეტის ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებმა, სპიკერისგან მიიღეს როგორც რჩევა-რეკომენდაციები ჟურნალისტური საქმიანობის შესახებ, ისე ამომწურავი კითხვები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური