ცნობილია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის განრიგი საგნების მიხედვით – 2025-2026 სასწავლო წელი
2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური მთელი საქართველოს მასშტაბით 9 იანვრის 10:00 საათზე დაიწყება და 14 იანვარს დასრულდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დეტალები მითითებულია მოსაწვევზე, რომლის ამობეჭდვას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები შეძლებენ ამ ბმულის გამოყენებით.
გაითვალისწინეთ, რომ I სესიაზე რეგისტრაცია იწყება 09:30 საათზე, ხოლო ტესტირება – 10:00 საათზე. II სესიაზე რეგისტრაცია – 14:30 საათზე, ტესტირება კი 15:00 საათზე დაიწყება.
დეტალური ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და დროის თაობაზე მითითებული იქნება მოსაწვევზე, რომლისთვისაც მოსწავლემ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას.
მოსაწვევი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, პასპორტი, დაბადების მოწმობა ან ფოტოსურათიანი ცნობა, რომელსაც გასცემს სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს ტესტირებამდე რეგისტრაციის გავლისას.
ტესტირების განრიგი:
9 იანვარს:
10:00 საათზე – ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ქართულ ენაში არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის;
15:00 საათზე – ისტორიაში;
11 იანვარს:
10:00 საათზე – მათემატიკაში;
15:00 საათზე – ინგლისურ ენაში;
12 იანვარს:
10:00 საათზე – ფიზიკაში;
15:00 საათზე – გეოგრაფიაში;
13 იანვარს:
10:00 საათზე – ქიმიაში;
15:00 საათზე – გერმანულ ენაში;
14 იანვარს:
10:00 საათზე – ბიოლოგიაში;
12:30 საათზე – რუსულ ენაში (რეგისტრაცია დაიწყება 12:00 საათზე);
15:00 საათზე – ფრანგულ ენაში.
-
უცხოეთიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა 4 თებერვალს ჩატარდება
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
რა ქულებზე ჩააბარეს მსურველებმა სახელმწიფო ენის გამოცდა – შედეგები და სწორი პასუხები ცნობილია
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
უცხო ქვეყნების უმაღლესებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დაიწყო – ვადები და პირობები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი