ცნობილია, რომელი საგანი რამდენმა აბიტურიენტმა აირჩია – დეტალური სტატისტიკა 2026
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დღეს, 27 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2026 წლის არჩევითი საგნების სტატისტიკა აბიტურიენტთა არჩევანის მიხედვით ასე გამოიყურება:
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, აბიტურიენტების მხრიდან ყველაზე მაღალი ინტერესი არჩევით საგნებს შორის ისტორიისა და მათემატიკის მიმართ დაფიქსირდა. მოთხოვნად საგნებს შორის ასევე არის ბიოლოგია, ქიმია, სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ფიზიკა, ლიტერატურა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
სტატისტიკური მონაცემები შემდეგნაირად ნაწილდება:
ისტორია აირჩია – 19 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
მათემატიკა აირჩია – 15 400-ზე აბიტურიენტმა;
ბიოლოგია აირჩია – 4 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ქიმია აირჩია – 2 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
სამოქალაქო განათლება აირჩია – 2 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
გეოგრაფია აირჩია – 2 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ლიტერატურა აირჩია – 1 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ფიზიკა აირჩია – 1 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება აირჩია – 280-ზე მეტმა აბიტურიენტმა.
“მონაცემები აჩვენებს, რომ აბიტურიენტების ინტერესები მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც ჰუმანიტარულ, ისე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებს. განსაკუთრებული მოთხოვნა ისტორიისა და მათემატიკის მიმართ წინა წლის მსგავსად კვლავ შენარჩუნებულია.
არჩევითი საგნების სტატისტიკა მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა აბიტურიენტთა ინტერესების, პროფესიული პრიორიტეტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მოთხოვნის შესახებ”, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
დადგინდა 2025 წლის 17 დეკემბრამდე უნივერსიტეტში ჩარიცხული პირების სწავლის დაფინანსების წესი და პირობები
by ARIS.GE-განათლება
-
როდის მეცოდინება გამოცდის დრო და ადგილი? – ინფორმაცია საგამოცდო ბარათის შესახებ 2026 წლის აბიტურიენტებს
by ARIS.GE-განათლება