ცნობილია სად და როდის ჩატარდება გამოცდა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის
უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტები ტესტირების გასავლელად 4 თებერვალს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა გამოცხადდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას NAEC დღეს, 23 იანვარს ავრცელებს.
რეგისტრაცია 11:00 საათზე, გამოცდა კი 12:00 საათზე დაიწყება. გამოცდაზე დაგვიანების შემთხვევაში გამოსაცდელი ტესტირებაზე აღარ დაიშვება.
მონაწილემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი, სურვილის შემთხვევაში კი, წყალი პლასტმასის ბოთლით და პირბადე. ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში ცენტრი მას უზრუნველყოფს შესაბამისი კალმითა და სხვა საჭირო ნივთებით.
ზოგადი უნარების ტესტის დავალებათა ნიმუში
საგამოცდო ტესტი შედგება 3 ნაწილისგან:
- წაკითხულის გააზრება;
- ლოგიკური მსჯელობა;
- რაოდენობრივი მსჯელობა.
თითოეულ ნაწილში გაერთიანებულია 15 არჩევითპასუხებიანი ტესტური დავალება. შესაბამისად, ტესტი სრულად შედგება 45 არჩევითპასუხებიანი ტესტური დავალებისგან. თითოეულ დავალებას აქვს 5 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთი არის სწორი.
თითოეულ ტესტურ დავალებაზე გაცემული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი – 0 ქულით.
გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას. ტესტირების ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი.
შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე: online.naec.ge იმ პაროლის გამოყენებით, რომელსაც გამოცდის დღეს ცენტრის თანამშრომელი გადასცემს მონაწილეს.
გაფრთხილება ცენტრისგან: გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე გამოსაცდელს შეუძლია ცენტრს მომართოს საპრეტენზიო განაცხადით. საპრეტენზიო განაცხადები მიიღება გამოცდის დღის 20:00 საათამდე მისამართზე: ქ. თბილისი, ე. მინდელის N9.
-
რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს პირმა, თუ სახელმწიფო ენის გამოცდას ჩააბარებს – ტესტის ნიმუშები, შეფასების სქემა და კრიტერიუმები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარების ვადები და დეტალური განრიგი – 2025-2026 სასწავლო წელი
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
დაიწყო მოსწავლეთა რეგისტრაცია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის – ინსტრუქცია 2025-2026 სასწავლო წლისთვის
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი