GE

COVID-19-ის პანდემიის გავლენის შედეგად, კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა -5%-ით შემცირდა, საჯაროში-გაიზარდა

COVID-19-ის პანდემიის გავლენის შედეგად კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა -5%-ით შემცირდა, საჯარო სკოლებში მოსწავლეთა  ზრდის ხარჯზე. ამის შესახებ საუბარია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ კვლევაში, რომელიც პანდემიის პირობებში განათლების სექტორის მდგომარეობას ეხება. კვლევა 29 ივლისს გამოქვეყნდა.

კვლევის თანახმად, რომელიც საქსტატის მონაცემებს ეყრდნობა, საქართველოში მოსწავლეთა რაოდენობა ბოლო წლებში გაიზარდა და 2020/2021 სასწავლო წელს 600,000-ს გადააჭარბა. ამჟამად ქვეყანაში 2 309 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა და ეს რიცხვი ბოლო 8 წელია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

საჯარო სკოლები მთელი სკოლების რაოდენობის 90%-ს შეადგენენ და იქ 2020/2021 წელს მოსწავლეების რაოდენობამ 609 ათასს მიაღწია, რაც 2012/2013 წლის მაჩვენებელთან შედარებით 9%-იანი ზრდაა.

COVID-19-ის პანდემიამ კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა -5%-ით შეამცირა, საჯარო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობის ზრდის ხარჯზე.

„აღნიშნული ფაქტის ძირითად გამომწვევ მიზეზად 2020 წელს მშპ-ს -6.2% -იანი ვარდნა შეგვიძლია მივიჩნიოთ. დღეისათვის მოსწავლეების თითქმის 90% საჯაროს სკოლაში სწავლობს, მაგრამ ეს წილი მცირდებოდა ეკონომიკურ ზრდასთან ერთად და კერძო სკოლები უფრო მიმზიდველი ხდებოდა 2020/2021 სასწავლო წლამდე. კერძო სკოლების მიმზიდველობის ზრდა შეიძლება აიხსნას მაღალი ხარისხის განათლებით, უფრო უკეთესი ტექნიკური მხარდაჭერით და უსაფრთხოების უფრო მაღალი დონით“, – აცხადებენ კვლევის ავტორები.

პუბლიკაციაში ასევე საუბარია პედაგოგთა სტატისტიკაზე და საშუალო ანაზღაურების მაჩვენებლებზე.

“მასწავლებლის პროფესია უფრო ნაკლებად მიმზიდველია საქართველოში. რაც შეიძლება გამოწვეული იყოს იმ ფაქტით, რომ მასწავლებლების საშუალო ხელფასი-40%-ით უფრო დაბალია, ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასთან შედარებით. 2020/2021 სასწავლო წელს მასწავლებლების რაოდენობამ 64,000 შეადგინა, 7%-ით ნაკლები, 2013/2014 სასწავლო წელთან შედარებით. თუმცა, იმავე პერიოდში მოსწავლეთა რაოდენობა ერთ მასწავლებელზე 24%-ით (8.0-მდე) და 13%-ით (9.5-მდე) გაიზარდა კერძო და საჯარო სკოლებში“, – ვკითხულობთ განათლების შესახებ კვლევაში.

NDI: საქართველოში გამოკითხულთა უმრავლესობა განათლების სფეროს მთავარ პრობლემად ონლაინ სწავლებას ასახელებს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური