NDI: საქართველოში გამოკითხულთა უმრავლესობა განათლების სფეროს მთავარ პრობლემად ონლაინ სწავლებას ასახელებს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 12 აგვისტოს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რა არის ამჟამად საქართველოს განათლების სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა, გამოკითხულთა 27 პროცენტი ონლაინსწავლებასთან დაკავშირებულ სირთულეებს ასახელებს.
ასევე, გამოკითხულთა 16 პროცენტი განათლების სისტემის წინაშე მდგარ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მასწავლებლებისა და ლექტორების დაბალ კვალიფიკაციას ასახელებს.
განათლების სისტემაში პრობლემას ვერ ხედავს გამოკითხულთა 11 პროცენტი.
როგორც პრობლემას, უნივერსიტეტებში სწავლის მაღალ საფასურს ასახელებს გამოკითხულთა 9 პროცენტი. გამოკითხულთა 5 პროცენტი პრობლემად მასწავლებლებისა და ლექტორების დაბალ ხელფასს, სასწავლო წიგნების დაბალ ხარისხსა და რეპეტიტორების მაღალ საფასურს ასახელებს.
კითხვაზე რომელი ეროვნული საკითხია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, განათლების საკითხები გამოკითხულთა 13 პროცენტის აზრით მე-6 ადგილს იკავებს.
NDI-ს ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
