ცვლილება უმაღლესი განათლების შესახებ კანონში, 300–კრედიტიანი პროგრამა ამოქმედდება
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილება განხორციელდა. ცვლილება პარლამენტში ჩატარებული განხილვების შედეგად დამტკიცდა და მას ხელს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აწერს.
საუბარია ვეტერინარიის 300–კრედიტიან აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. განისაზღვრა წოდებაც – ვეტერინარიის მაგისტრი − იმ აკადემიური ხარისხის მფლობელი, რომელიც პირს ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების და დადგენილი კრედიტების დაგროვების შედეგად ენიჭება.
კანონი ადგენს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ვეტერინარი ექიმის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისა და ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ცნებებსა და ამ პროგრამების მარეგულირებელ ნორმებს. ვეტერინარების მომზადება მთლიანობაში მოიცავს სწავლების არანაკლებ 5-წლიან სრულ თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს სასწავლო კრედიტების ექვივალენტური რაოდენობით უნივერსიტეტში ან იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს შესაბამისი დონის სასწავლო პროგრამას.
ამასთან, კანონით ამოქმედდა ვეტერინარის მომზადების 1–წლიანი საგანმანათლებლო პრგრამა, რომლის გავლის უფლება აქვს ვეტერინარიის დარგის/სპეციალობის მითითებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს. ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს და ისწავლება არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
დაწვრილებითი ინფორმაცია ცვლილების შესახებ და სხვა დეტალები იხილეთ დამტკიცებულ კანონში
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება