GE

დაბალი საკომუნკაციო უნარების გამომწვევი მიზეზები და მისი მოგვარების გზები საკლასო ოთახში

ავტორი, პედაგოგი მაია მელაშვილი

ცნობილია, რომ დაწყებითი პერიოდის როლი და მნიშვნელობა მოსწავლის განვითარების შემდგომ ეტაპზე წარმატების მისაღწევად განუზომლად დიდია. წარმატებებს ძალიან ხშირად განსაზღვრავს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც ჯერ კიდევ სკოლამდე უყალიბდებათ ბავშვებს, თანატოლებთან ურთიერთობა სკოლაში შესვლასთან ერთად მნიშვნელოვანი ხდება პატარა მოსწავლეებისათვის. კვლევებით დადგენილია, რომ სოციალური კომპეტენტურობით გამორჩეული ბავშვები უფრო იოლად ეგუებიან სასკოლო გარემოს და ხშირ შემთხვევაში, უკეთესი აკადემიური მოსწრებითაც გამოირჩევიან. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სკოლების ყველაზე გავრცელებული პრობლემა უკავშირდება სწორედ კომუნიკაციის პრობლემებს, რაც წარმოქმნის ბარიერებს, რომელიც სასწავლო პროცესის სწორად წარმართვას აფერხებს, რაც საბოლოო ჯამში, უარყოფითად აისახება აკადემიურ მიღწევებზე.

ოჯახიდან, ან ჩვეული ბაღის გარემოდან მოსული მოსწავლისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ,,ახალ ოჯახში“ თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს. დაცულობის შეგრძნება კი, პირველ რიგში, ახალ ჯგუფთან მიკუთვნებულობას განაპირობებს. რაც მეტად მიღებულია ადამიანი ჯგუფის მიერ და რაც მეტი სიყვარულით ეპყრობიან და აღიარებენ, მით მეტად უვითარდება მას თვითპატივისცემის გრძნობა, რაც ეხმარება თვითრეალიზაციაში. სასკოლო სწავლების პირველივე დღეებიდანვე საკომუნაციო უნარებზე ზრუნვა და ბარერების შემცირება ერთ-ერთ პრიორიტეტად უნდა ვაქციოთ, რათა საგაკვეთილო და სასწავლო პროცესი წარვამრთოთ სწორად, მოსწავლეებმა შეძლონ თვითრეალიზიაცია. თვითრეალიზიაცია კი მათ დაეხმარებათ ადეკვატურად აღიქვან რეალობა, ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ პიროვნებებად, კონცენტრირებული იყვნენ პრობლემებზე და არა საკუთარ ,,მე“-ზე.

მოსწავლეთა დაბალი საკონუკიცაიო უნარების გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:

1. ტექნოლოგიების გავლენა

ტექნოლოგიებმა შეცვალა ნებისიერი სფერო, თუნდაც ადამიანების ურთიერთობები. დღეს ყველაფერი ტექნოლოგიებზე გადის. ისინი მოქმედებენ მეხსიერებაზე, ყურადღებაზე ნებისმიერი ასაკის ადამიანზე. რა დაემართა „ცოცხალ’’ურთიერთობებს? ტექნოლოგიებმა, სოციალურმა საიტებმა გავლენა მოახდინა ცოცხალ ურთიერთობებზეც, რომელიც ნეგატიურად აისახა ცოცხალ საკომუნიკაციო უნარებზე. ვირტუალურ სამყაროს და ცოცხალ სამყაროს განსხავებული უნარები და დამოკიდებულება სჭირდება. ვირტულურ სამყაროში ყოფნა უადვილდება მასაც, ვისაც მეტი თავისუფლება უნდა და რეალურ სამყაროში ბარიერები აქვს, მეტიც ვირტუალური სამყარო აძლევთ შესაძლებლობებს შეიქმნან ის იმიჯი, რაც მათ სურთ.

რომ დაეხმაროთ მოსწავლეებს ,,ცოცხალი’’ საკომუნიკაციო უნარების განვითარებაში შესთავაზეთ როლური თანმაშები, მოაწყეთ პრეზენტაციები და დისკუსიები რადგან ეს აქტივობები მოითხოვს ისეთ უნარებს, როგორიცაა მაგალითად: ხმის ტემბრის გამოყენება, თვალის კონტაქტი, რომელიც აუცილებელია მათთვის, რომ შემცირდეს ბარიერები ,,ცოცხალი’’ კომუნიკაციის დროს.

2. ენობრივი ბარიერი – მოსწავლის მწირი საკომუნიკაციო ლექსიკა

შეთავაზეთ ისეთი დამატებითი საკითხავი მასალა რომელიც არის ასაკობრივად და შინაარსით მათვის საინტერესო, ლექსიკურად მდიდარი და დიალოგებით დატვირთული.

განუმარტეთ და დავუნაწევრეთ ინსტრუქციები რადგან ხშირად საკლასო ოთახში ბარიერებს წარმოქმნის მათთვის გაუგებარი ინსტრუცები.

შეთავაზეთ ისეთი აქტივობები რომელიც დაეხმარებათ მოსწავლლებს საკუთარი აზრის გამოთქმაში.

3. ფსიქოლოგიური ბარიერი – მოსწავლეთა ფსიქო-ემოციური მდგომარეობა

სიმორცხვე, უყურადღებობა, ემოციური დამოკიდებულება სასწავლო პროცესთან – ამ  პრობლემების დასაძლევად კარგია გამოვიყენოთ თანამშრომლობითი სწავლება. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ერთობლივად სწავლა არამარტო უფრო იოლი და საინტერესოა, ამასთანავე მნიშვნელოვნად ეფექტურიცაა. ამცირებს ემოციურ ფონს, რადგან გვერდით ამხანაგია, რომელთაც უნდა დაეკითხოს, დაეხმაროს გაარკვიოს ის რაც გაუგებარია და გადაანაწილოს პასუხისმგებლობა. ეს ყველაფერი ამცირებს ემოციურ ფონს, დადებით გავლენას ახდენს როგორც აკადამიურ წარმატებებზე ასევე სოციალურ ენარ ჩვევებზე.

და ბოლოს, კომუნიკაცია ძლიერი იარაღია მაღალი სააზროვნო უნარების გამოსამუშავებლად, ბარიერების შემცირება კი, ხელს შეუწყობს ამ უნარების გაუმჯობესებას, რაც საბოლოოდ აისახება მათ წარმატებაზე.

გამოყენებული ლიტერატურა:

1.https://www.slideshare.net/rajb/technology-and-communications-for-kids

2.http://mastsavlebeli.ge/?p=1985

3.http://komunikac.blogspot.com/2012/06/blog-post.html

4.[ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარების განვითარება დაწყებით კლასის მოსწავლეებში.მასწავლებელთა პროფესიული განვიტარების ეროვნული ცენტრი]

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური