დამოუკიდებელად სწავლების ფორმირება დაწყებით საფეხურზე: პრაქტიკული მიდგომები და შედეგი
ავტორი: თამარ მიჩიტაშვილი, დაწყებითი საფეხურის მაგისტრი მასწავლებელი თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლაში.
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის:
თანამედროვე განათლების სისტემა განსაკუთრებით ხაზს უსვამს მოსწავლის აქტიურ მონაწილეობას სასწავლო პროცესში. თუ ადრე მთავარი აქცენტი მასწავლებლის მიერ ცოდნის გადაცემაზე იყო ორიენტირებული, ახლა მთავარი მიზანია, რომ ბავშვმა თავად შეძლოს ცოდნის მოპოვება, გააზრება და გამოყენება. ამ კონტექსტში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა დამოუკიდებლად სწავლების უნარის ფორმირება, რაც ბავშვში თვითშეფასების, პასუხისმგებლობის, პრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარებას უწყობს ხელს.
დაწყებითი საფეხური ამ პროცესში განსაკუთრებულ როლს თამაშობს, რადგან სწორედ ამ ასაკში ყალიბდება სწავლისადმი დამოკიდებულება და ჩნდება პირველი აკადემიური ჩვევები.
დამოუკიდებელად სწავლება გულისხმობს პროცესს, სადაც მოსწავლე თავად გეგმავს, როგორ, როდის და რა მეთოდით შეისწავლოს ახალი თემა. მასწავლებლის როლი ამ შემთხვევაში მეტწილად მრჩეველისა და მხარდამჭერისაა-ის აძლევს მიმართულებას, მაგრამ არა მზა პასუხს.
დამოუკიდებლად სწავლება ეფუძნება შემდეგ ძირითად პრინციპებს:
- მიზანმიმართულობა – მოსწავლე აცნობიერებს, რატომ სწავლობს კონკრეტულ მასალას;
- პასუხისმგებლობა – საკუთარ სწავლის პროცესზე პასუხისმგებლობის აღება;
- რეფლექსია – საკუთარი მიღწევებისა და შეცდომების გააზრება;
- საკუთარი სტილის აღმოჩენა -ინდივიდუალური მიდგომის არჩევა სწავლების პროცესში.
მოსწავლემ თავად უნდა გაიაზროს, რომელი დასწავლის მეთოდია მისთვის მარტივი და ხელსაყრელი.
მასწავლებლის როლი სწავლების პროცესში:
მასწავლებელი უნდა იქცეს „მასწავლებელ-მხარდამჭერად“, რომელიც ქმნის ისეთ გარემოს, სადაც ბავშვი თავს უსაფრთხოდ და მოტივირებულად გრძნობს.
აუცილებელია:
- დაკვირვებით შეაფასოს თითოეული მოსწავლის ინტერესები და სიძლიერეები;
- შესთავაზოს მრავალფეროვანი, შემოქმედებითი დავალებები;
- წაახალისოს კითხვა, კვლევა და აზროვნება;
- შეაფასოს არა მხოლოდ შედეგი, არამედ პროცესიც – ანუ როგორ მივიდა ბავშვი სასურველ მიზნამდე.
პრაქტიკული მიდგომები და აქტივობები:
„პირადი პროექტის დღიური”
ყოველ კვირას მოსწავლე ირჩევს საინტერესო თემას (მაგ., ცხოველები, პლანეტები, ქართული ზღაპრები) და თავად ადგენს პატარა კვლევას – აგროვებს ინფორმაციას, ხატავს, წერს მოკლე ტექსტს. მასწავლებელი ეხმარება სტრუქტურირებაში, მაგრამ მთავარი სამუშაო ბავშვს ეკუთვნის.
„კითხვა და კითხვების ფორმულირება“
ტექსტის წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს არა მხოლოდ უპასუხონ კითხვებს, არამედ თავად მოიფიქრონ ახალი კითხვები ტექსტის შესახებ. შესაბამისად მოსწავლე სწავლობს ანალიზს, კრიტიკულ აზროვნებას და ტექსტთან აქტიურ ურთიერთობას.
“სწავლის რუკა და მიზნების დაფა”
მოსწავლე ქმნის საკუთარ “სწავლის რუკას” -რას სწავლობს ამ კვირაში, რა უნდა გააკეთოს და როგორ შეაფასებს შედეგს. შედეგად მოსწავლეს უყალობდება დაგეგმვისა და თვითშეფასების ჩვევები.
ამგვარად, დამოუკიდებელად სწავლების უნარის განვითარება დაწყებით საფეხურზე საფუძველს უყრის მოსწავლის შემდგომ წარმატებას. როცა ბავშვი სწავლობს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, გეგმავს ნაბიჯებს, აფასებს შედეგებს და იღებს გადაწყვეტილებებს, იგი არა მხოლოდ უკეთესად სწავლობს, არამედ ხდება მოტივირებული, თვითდაჯერებული და პასუხისმგებელი პიროვნება. სწორედ ეს არის თანამედროვე განათლების მთავარი მიზანი.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომდამოუკიდებელი სწავლების კულტურა არ ყალიბდება ერთი აქტივობით. მას სჭირდება სისტემური მხარდაჭერა – როგორც სკოლის, ისე ოჯახის მხრიდან.
მასწავლებელი უნდა იყოს ბავშვის მხარდამჭერი, ხოლო მშობელი – თანაშრომელი, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის ინტერესების გამოვლენას, არა ზედამხედველობით, არამედ წახალისებით.
განსაკუთრებით ღირებულია ის შედეგი, რომელიც ამ პროცესს მოჰყვება:
- ბავშვები ხდებიან უფრო პასუხისმგებლები საკუთარ ქმედებებზე;
- უვითარდებათ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება;
- სწავლობენ გადაწყვეტილების მიღებასა და თვითშეფასებას;
- სწავლა აღარ არის მხოლოდ ვალდებულება, არამედ ინტერესისა და აღმოჩენის პროცესია.
სწორად ორგანიზებული დამოუკიდებელი სწავლება ქმნის იმ პირობას, როცა მოსწავლე თანდათან ცვლის დამოკიდებულებას სწავლებისადმი – პასიური შემსრულებლიდან აქტიურ მკვლევრად და შემოქმედად გადაიქცევა. ამგვარად, იგი ემზადება არა მხოლოდ სკოლის, არამედ ცხოვრების გამოწვევებისათვის, რადგან სწავლობს ცოდნის თვითმოპოვებას, პასუხისმგებლობას და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციას.
ამრიგად, დაწყებით საფეხურზე დამოუკიდებელი სწავლების დანერგვა წარმოადგენს სწავლისადმი სიყვარულის, პასუხისმგებლობისა და შემოქმედებითი აზროვნების საფუძველს, რომელიც მოსწავლეს მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება. სწორედ ასეთი მიდგომა გარდაქმნის სკოლას არა მხოლოდ ცოდნის მიწოდების სივრცედ, არამედ განვითარების, თვითშემეცნების და პიროვნული ზრდის რეალურ სკოლად.
ასევე იხილეთ:
ემოციური განათლება – როგორ ვასწავლოთ ბავშვებს თავიანთი გრძნობების ამოცნობა
-
საქართველოს ანგელოზის დღე – რა ვიცით წმინდა გიორგის ცხოვრებისა და მისი მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ
by განათლებული ბლოგი
-
რა ითქვა განათლების სამინისტროში პედაგოგთა ახალ სქემაზე და როგორ ხედავს პროცესს წამყვანი მასწავლებელი
by განათლებული ბლოგი
-
„11-წლიან სწავლებაზე გადასვლა მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება გამართლებული“ – ისტორიკოსი პედაგოგის პოზიცია
by განათლებული ბლოგი