GE

„დაჩექინდი“ და იყავი ხელმისაწვდომი პოტენციური დამსაქმებლისთვის – კოლეჯი „პანაცეა“

27 სექტემბერს საზოგადოებრივ კოლეჯ „პანაცეაში“ საგანმანათლებლო პორტალ EDU.ARIS.GE-ის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც პროფესიული განათლების პოპულარიზაციის გაზრდას და სტუდენტთა დასაქმების გამარტივებას ეხებოდა.

პრეზენტაციას „პანაცეას“ სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტის მენეჯერებმა დამსწრე საზოგადოებას EDU.ARIS.GE-ზე პროფესიული განათლებისთვის შექმნილი  ახალ გვერდი– edu.aris.ge/tvet გააცნეს, რომელზეც ამჟამინდელ და ყოფილ სტუდენტებს საშუალება აქვთ დაჩექინდნენ და, სურვილის შემთხვევაში, ატვირთონ საკუთარი CV პოტენციური დამსაქმებლებისთვის.

აღნიშნული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, სტუდენტების ნაწილი წარმატებით დაჩექინდა სპეციალურად „პანაცეასთვის“ შექმნილ მიკროგვერდზე.

პრეზენტაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მიერ პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) ფარგლებში გაიმართა, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (www.mcc.gov) მიერ. აღსანიშნავია რომ პროექტის ფარგლებში შექმნილ გვერდზე ასევე განთავსებულია 60 პროფესიული სასწავლებლის 350-მდე მოდულურ-დუალური პროგრამა და სხვა დეტალები.

რაც შეეხება უშუალოდ „პანაცეაში“ სწავლას და გამოცხადებულ პროგრამებს, როგორც კოლეჯში EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას განაცხადეს, ამჟამად მიღება 7 პროგრამაზე მიმდინარეობს. მათ შორის ორი – კბილის ტექნიკისა და ფარმაცევტის ასისტენტის სასწავლო პროგრამები კოლეჯს წელს დაემატა. კოლეჯის წარმომადგენლების თქმით, გამოცხადებულ პროგრამებს შორის არის პრაქტიკოსი ბებიაქალის პროფესიული პროგრამაც, რომელიც დასრულების შემდეგ დასაქმების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, ასევე აღსანიშნავია რომ კოლეჯის პარტნიორი ორგანიზაციები წარმატებულ სტუდენტებს სწავლასაც უფინანსებენ.

კოლეჯში ასევე აცხადებენ რომ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების დონე თითქმის ყველა პროგრამაზე საკმაოდ მაღალია. მათი ინფორმაციით, ზოგიერთ სპეციალობაზე დასაქმების მაჩვენებელი 80%-ს, ზოგ შემთხვევაში კი 100%-საც აღწევს.

კურსდამთავრებულთა დასაქმების პერსპექტივები და სამომავლო ანაზღაურება – კოლეჯი „პანაცეა“

პროფესიული განათლების ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური