GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატმა შეხვედრა გამართა

13 ნოემბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატის, რატი შუშიაშვილის შეხვედრა გაიმართა.

უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრაზე სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია დელეგატის როლის, ფუნქციებისა და ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ, აგრეთვე იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც სახელმწიფო მათ სთავაზობს.

გარდა ამისა, მონაწილეები გაეცნენ ახალგაზრდობის სააგენტოს პროგრამებს, მიმდინარე პროექტებს, სხვადასხვა ინიციატივას, რომლებიც ახალგაზრდების განვითარებასა და გაძლიერებას ემსახურება.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური