GE
საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა Community College Panacea
დაარსების თარიღი: 1873

საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას მისიაა მოამზადოს თანამედროვე ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი, ჯანდაცვის მიმართულების პროფესიული განათლების მქონე კვალიფიციური, კომპენტენტური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტები. კოლეჯის ძირითადი მიზანია, ახალგაზრდებს გამოუმუშავოს თვითმყოფადობა, დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნება, მედიცინის თანამედროვე მიღწევების გააზრებულად გაცნობისა და გამოყენების უნარი, რაც ხელს შეუწყობს პროფესიულ სტუდენტთა მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბებას.

სასწავლო პროგრამები
ჯანდაცვა
საექთნო და სამეანო საქმე 4
თერაპია და რეაბილიტაცია 1
ფარმაცია 1
დენტალური მედიცინა 1
(92)
  • ქეთევან მერაბიშვილი
    2015 2017
  • Tamo Tskvitishvili
    2017 2018
  • ნათია ხარებოვი
    2018
  • Xatia დალაქიშვილი
    2016 2018
  • აქ სწავლობ(დი)?
    დაჩექინდი ფეისბუკის
    ანგარიშით!

საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას ისტორია:

1873 წელს ქალაქ თბილისში გაიხსნა კერძო სამშობიარო სამკურნალო დაწესებულება. 1875 წელს იგი გადაკეთდა ამიერკავკასიის საბებიო ინსტიტუტად. იმავე წელს საბებიო ინსტიტუტთან გაიხსნა სამეანო კურსები. რომლის პირველი გამოშვება შედგა 1878 წელს. სწორედ ეს კურსდამდევრებულები იყვნენ ამიერკავკასიაში პირველი სამედიცინო პროფესიული კადრები. სასწავლო პროცესი წლების განმავლობაში იხვეწებოდა და ვითარდებოდა, იცვლებოდა სასწავლებლის დასახელებაც და ბოლოს დამკვიდრდა, როგორც „თბილისის მეორე სახელმწიფო სამედიცინო სასწავლებელი“. 1996 წელს მეორე სამედიცინო სასწავლებლის ბაზაზე შეიქმნა შპს სამედიცინო ინსტიტუტი “პანაცეა.” 2011 წლის 4 ივლისს შპს სამედიცინო ინსტიტუტმა ,,პანაცეამ“ დააფუძნა შპს საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“.საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას წელს 140 წელი უსრულდება.

საკონტაქტო ინფორმაცია
საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა
მისამართი: თბილისი, თ. ერისთავის ქუჩა 2
ტელ: (032 ) 2 660402
ელ. ფოსტა: panacea.2008@yahoo.com
ვებ-გვერდი: panacea.edu.ge
Facebook: https://www.facebook.com/112374508863638/